1geo

fb you od

სარგის დარჩინიანის გარდაცვალების წლისთავს ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონში გაიმართა პანაშვიდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sd 

ამა წლის 2 ოქტომბერს შესრულდა ღვაწლმოსილი არქივარიუსი, თბილისელი გამოჩენილი სომეხი ინჟინერის, საქართველოს სომხური ისტორიული ძეგლების მკვლევარისა და დიდი მცოდნის სარგის (სერგო) დარჩინიანის გარდაცვალების წლისთავი. თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები, სარგის დარჩინიანის ნათესავებსა და საქართველოშსომხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების თანხლებით ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, სადაც განისვენებს დიდი მამულისშვილი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდის წესი, გარდაცვლილის სულის სიმშვიდისათვის, ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი და პანთეონში გავრცელდა საკმევლის სურნელი.

ცერემონიის შემდეგ წინამძღვარმა დალოცა სარგის დარჩინიანის საფლავთან შეკრებილნი, მაღალი შეფასება მისცა იმ ადამიანის მოღვაწეობას, რომელმაც მისი ცხოვრების 40 წლი მიუძღვნა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, სომხური კვალის შესწავლას. სარგის დარჩინიანმა შექმნა მეცნიერულად დასაბუთებული, არგუმენტებით გამყარებული და ფოტოსურათებით დამტკიცებული მრავლისმომცველი არქივი. აი უკვე ერთი წელია იგი განისვენებს ხოჯივანქის პანთეონში და ღირსეული ადგილი უკავია სომეხ დიდებულთა გვერდით, - აღნიშნა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ.

პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ქედი მოიხარა სარგის დარჩინიანის ხსოვნის წინაშე, აღნიშნა უნიკალური მამულისშვილის მოკრძალებული ბუნება, რომელიც, მიუხედავად სიძნელეებისა და დაბრკოლებებისა, მარტოდმარტო, უხმოდ, საქმის ბოლომდე მიყვანის პასუხისმგებლობით ასრულებდა მთელი კვლევითი დაწესებულების სამუშაოს. ქალბატონმა ანაჰიტმა წარმოადგინა „კამურჯ“ წელიწდეულის ბოლო გამოცემა, გულისტკივილით აღნიშნა, რომ წიგნში გვერდი მიეძღვნა საქართველოს სომხური სათვისტომოს დაუვიწყარი სახის - სარგის დარჩინიანის ხსოვნას.

ოჯახს კიდევ და კიდევ მიუსამძიმრეს და მადლიერებით მოიხსენიეს სარგის დარჩინიანი, რომელმაც ზეციერ ცხოვრებაში უკვე მარადიულ ადგილი დაიმკვიდრა.

IMGP0013 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)