მიმდინარეობს „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები |
მე-15 საუკუნის ნაგებობა „სურბ ნორაშენ“ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს. ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრია აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვისა და პროექტის დამუშავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტაძრის სრულ პერიმეტრზე და ინტერიერში შესრულდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის თანახმად, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის „ქართუ“ ფონდის დაფინანსებით. ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა არქიტექტურულმა ფირმამ „ინჟინრული აზრი“, რის საფუძველზეც სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია „აბა ჯგუფი“. ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადებას ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოს სომეხთა ეპარქია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება სამუშაოს ზედამხედველობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ წელს გასტანს. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ეკლესიების საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის დაბრუნების საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქტუალური გახდა და აი უკვე 20 წლის განმავლობაში იწელება. აღნიშნულ საკითხზე გრძელდება მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან. |