1geo

fb you od

"სომხები“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hayer 

2014 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "სომხები“ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. ფილმი 2000 წელს გადაიღო საქართველოს პირველმა არხმა თენგიზ მალანიასა და თემურ ლომსაძის პროექტით „დიასპორა“. ფილმის ჩვენება მიეძღვნა „თბილისობის“ დღესასწაულს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროექტის ავტორი და ფილმის გადამღები რეჟისორი თენგიზ მალანია და ფილმის მონაწილე გივი შაჰნაზარი.

საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა დამსწრეებს ესაუბრა 15 წლის წინ გადაღებულ ფილმის პრეზენტაციის მოწყობის იდეაზე, ხაზი გაუსვა საქართველოში დამკვიდრებული ხალხების კულტურისა და ცხოვრების წესის ერთმანეთისთვის გაცნობისა და სხვადასხვა ეროვნებათა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების ურთიერთპატივისცემის საჭიროებას.

გადამღებმა რეჟოსორმა ისაუბრა პროექტზე, მან აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში ფილმები უნდა გადაეღოთ სხვა სათვისტომოებისა და ამ ქალაქის განვითარების პროცესში მათი დატოვებული კვალის შესახებ, მაგრამ არეული და ძნელი პერიოდის გამო შეჩერდა პროექტის განხორციელება.

პოეტ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი აზრით, შეიძლებოდა ფილმის აღწერილ დროსთან შესაბამოსობაში მოყვანა და ქალაქის შენებისა და განვითარების საქმეში სომეხი შემოქმედი ადამიანის როლის ნაწილობრივ მაინც ჩვენება.

რეჟისორმა თენგიზ მალანიამ მაღალი შეფასება მისცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობას, სადაც ორგანიზებული ღონისძიებების ხშირი მაყურებელია თვითონ და მადლობა გადაიხადა მისი გადაღებული ფილმის კმაყოფილებით მიღებისათვის.

გაიჟღერა წინადადებამ საქართველოში სომხების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტური ფილმის გადაღების ორგანიზებისა და ხელშეწყობის შესახებ.

DSC 3367 DSC 3377 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)