საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მიულოცეს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ თომას პერნიცკის მიწვევით მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაესწრნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის, რესპუბლიკის 96-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საორგანო მუსიკის საღამოს. ღონისძიება გაიმართა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ საკათედრო ეკლესიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საღამოზე ორგანის მშვენიერი შესრულებებით გამოვიდა მუსიკოსი მარტინ მაქსიმილიან კაიზერი. მან შეასრულა სხვადასხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რითაც დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების თბილი მიღება. ღონისძიების დასასრულს მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა ელჩ პერნიცკის გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელო
|