სოფელ წითელს ეყოლება ქორეოგრაფიული ანსამბლი |
2014 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდი, ცენტრის წარმომადგენლების სტუმრებს დახვდნენ სკოლის დირექტორი ჰმაიაკ საიადიანი, სასწავლო ნაწილის გამგე არკადი პეტროსიანი და სპორტული დარბაზის პასუხისმგებელი გევორგ მირზოიანი. სკოლის სპორტულ დარბაზში შეკრებილებს კურთხევის სიტყვით მიმართა მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა მოვსეს აშურიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აცნობა, რომ ამ სოფელში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები დავით დავთიანის დახმარებით და სკოლის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სოფელ წითელში ყალიბდება ცეკვის ანსამბლი. ამ სპორტულ დარბაზში ადგილობრივი ბავშვები კვირაში ორჯერ, თბილისიდან ჩამოსული ქორეოგრაფის ლიანა კაშავანიძის სწავლებით ისწავლიან სომხურ და ქართულ ხალხურ ცეკვებს. მან ხაზი გაუსვა ადგილობრივი საზოგადოებრიობის მხარდაჭერას სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ამ დასახლებაში ეროვნული კულტურის განვითარებისა და გავრცელების საქმეში. შემდეგ დაიწყო გასვლითი კონცერტი, რომლის დროსაც მარია აბულიანის ქორმაისტერობითა და კარენ მირზოიანის აკომპონემენტით გაიჟღერა სიმღერებმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის და ცენტრის სოლისტების ანა პოღოსოვასა და ჰენრიხ პეტროსიანის ლამაზი შესრულებებით, რითაც შეიქმნა მხიარული განწყობა. ღონისძიების დასასრულს „ჰაიარტუნ“ ცენტრმა სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა დიდი რაოდენობით მხატვრული ლიტერატურა. „ჰაიარტუნ“ ცენტრი სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის და აცნობებს, რომ სომხებით კომპაქტურად დასახლებულ დასახლებებში ეროვნული კულტურის გავრცელებისა და ადგილებზე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების შექმნის ტენდენცია უწყვეტია და გავრცელდება სხვა დასახლებებზეც.
|