1geo

fb you od

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში თბილისური მუზა სუფევდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

PE1NT5186 

"თბილისო, შენ მუზა ხარ“, ასეთ სათაურს ატარებდა საღამო, რომელიც გაიმართა 2014 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში. ღონისძიების ინიციატორი თბილისში ცნობილი ხელოვანი და კოლექციონერი ალექსანდრე პირადოვი იყო, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და საქართველოს სომეხთა კავშირის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ხელოვნების და მუსიკის მოყვარული სომეხი და ქართველი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მისი დასწრებით პატივი სცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონი იური ვარდანიანმა.

ღონისძიებ გახსნა ბატონმა პირადოვმა, მან ისაუბრა მის განზრახვასა და ღონისძიების ჩატარების იდეაზე, რომელიც ნამდვილი თბილისური სულისკვეთებით თბილისელი ცნობილი პოეტესის ანაჰიტ ბოსტანჯიანის საყვარელი ქალაქისადმი მიძღვნილი ლექსების სიმღერად ქცევა იყო, მათი პოპულარიზაციის მიზნით. განზრახვის განხორციელება იყო თბილისური მუზის გამომხატველი ეს საღამო.

ღონისძიების დროს შესრულდა ცნობილი მუსიკოსების ვაჟა აზარაშვილის, კახა ცაბაძისა და გოგა შავერზაშვილის მუსიკით სიმღერად ქცეული ანაიტ ბოსტანჯიანის ოთხი ლექსი. სიმღერები საზოგადოებას პირველად გააცნო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორმა ვილი გრიგორიანმა, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა, მომღერალმა ჰენრიხ პეტროსიანმა, მომღერალმა ეკა ხოშტარიამ.

საზეიმო დღეს შეეფერობდა ასევე მუსიკოსების გოგა შავერზაშვილის, ანრი მერაბოვის, მარიანა ასრიევას, ქრისტინე და რეგინა მერაბოვების გამოსვლები. თბილი მიღება დაიმსახურეს საფორტეპიანო სკოლის პერსპექტიული მოწაფეების ელენე შავერზაშვილისა და სერგეი მარკოსიანის გამოსვლებმა.

"თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართული ღონისძიება დასრულდა ვაჟა აზარაშვილის განუმეორებელი შესრულებებით.

 

PENT5142 PENT5155 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)