1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Episkoposi

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის ინიციატივით, დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოში ტოლერანტობის კიდევ უფრო განვითარებას და საქართველოს ევროპის ქვეყნებთან კიდევ უფრო დაახლოებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული გზით წინსვლაში რელიგიური უმცირესობების ჩართვის საკითხს, აღნიშნა, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრები ხელს შეუწყობს მათ ჩართულობ ქვეყნის მართვის პროცესში, ასევე ინფორმაციის გაცვლას და წამოჭრილი პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას.

შეხვედრის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ წამოჭრილიქნა ეკლესიების დაბრუნების, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების კომპენსაციის საკითხები, ასევე ჯავახეთის რეგიონში და წალკის რაიონში ქვეყნის სახელმწიფო ენის სწავლების უფრო ეფექტურად წარმართვის პრობლემას, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობის ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.

რელიგიური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი საკითხები საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიღებულიქნა გაგებით და ცალსახად გადაწყდა, რომ დიალოგის ფორმატში მსგავსი შეხვედრები უნდა გაიმართოს რეგულარულად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)