„ჰაიარტუნ“ თასის მფლობელი გახდა თბილისის 84-ე სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდი |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით დედაქალაქის სკოლებს შორის ჩატარდა „ჰაიარტუნ“ თასის გათამაშების ფეხბურთის ტურნირი. ტურნირში მონაწილეობის განაცხადი წარადგინეს თბილისის 81-ე, 84-ე, 92-ე, 96-ე, 98-ე და 104-ე საჯარო სკოლების IX-XI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდებმა. ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების სათანადოდ გატარებული საორგანიზაციო სამუშაოს შედეგად 21 ნოემბერს ტურნირი დაიწყო. ის ჩატარდა 104-ე სკოლის ღია სპორტულ მოედანზე. პირველ დღეს სამი მატჩი გაიმართა. დაძაბული ბრძოლის შემდეგ ფინალში მონაწილეობის ზღვარი გადალახეს 96-ე და 84-ე სკოლების გუნდებმა. ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა 29 ნოემბერს. იმდენად დიდი იყო გამარჯვებისა და თასის ფლობის სურვილი, რომ არახელსაყრელმა ამინდმაც კი არ შეუშალა ხელი შეხვედრის ჩატარებას. თასის გათამაშების ფინალში შეხვდენენ 84-ე (დირექტორი: მანანა ბატიკაძე, ფიზაღზრდის მასწავლებელი: კახა ნიკოლაძე) და 96-ე (დირექტორი: სუსანა შოშიაშვილი, ფიზაღზრდის მასწავლებელი: ნანა ჭეიშვილი) სკოლების გუნდები. უკომპრომისო და დაძაბული თამაშის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა გულშემატკივართა მხარდაჭერით, შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 3: 1. გამარჯვებული გუნდის ტიტული და „ჰაიარტუნ“ თასის ფლობის პატივი ერგო 84-ე სკოლის გუნდს. საზეიმო პირობებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა თასი გადასცა გამარჯვებული გუნდის კაპიტანს - თენგიზ ანთაძეს. ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო „ჰაიარტუნ“ თასის გათამაშების ტურნირში მონაწილეობის სერტიფიკატი. ტურნირის ყველა შეხვედრის მსაჯი გახლდათ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ასოციაციის - ფიფა-ს, სერტიფიკატის მქონე მსაჯი სეირან პოზოიანი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ეკლესიის ერთგულ მიქაელ არაბაჯიანს და თბილისის 104-ე საჯარო სკოლის დირექციას „ჰაიარტუნ“ თასის გათამაშების ფეხბურთის ტურნირის ჩატარების მხარდაჭერისათვის
|