1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საეკლესიო საბჭოს მორიგი შეხვედრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

meeting of the Board of religions

2014 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საეკლესიო საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი  ჰანს-იოახიმ კიდერლენი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

შეხვედრაზე განხილულიქნა 2015 წლის ეკუმენური ლოცვის ორგანიზების საკითხი. გადაწყდა ეკუმენური ლოცვის გამართვ23 იანვარს 16: 00 საათზე, ლუთერანულ ეკლესიაში.

საბჭოს წევრების განხილვის საგანი იყო ასევე საბჭოთა ეპოქაში რელიგიური ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის გამოყოფილი სახსრების საკითხი. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ უნდა მიმართონ საქართველოს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს სახსრების გამოყოფის საკითხის საბჭოთა ეპოქაში რელიგიური ორგანიზაციებისათვის ჩამორთმეული უძრავი ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) საკითხისაგან გამიჯვნის თხოვნით.

განიხილულიქნა ასევე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს საქართველოს მოქალაქეთა რელიგიური კუთვნილების აღნიშვნისას გამოვლენილი პრობლემები. საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს სტატისტიკური სააგენტოსათვის მიმართვა და იმის შეტყობინება, რომ აღწერა საქართველოს რელიგიურ ორგანიზაციებში არ იმსახურებს ნდობას და ეჭვქვეშ აყენებს აღწერის შედეგებიობიექტურობ.

მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან სხვა ეკლესიებიმორწმუნეების ე.წ. ხელახალი ნათლობის პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყდა შეხვედრის ორგანიზება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან. განხილულიქნა ასევე რელიგიურ ორგანიზაციათა ქონების დაბრუნებისათვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოთათვის მიმართვის საკითხი.

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ სულიერ ძმებს აცნობა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტის, კარდინალ  კურტ კოხის საქართველოში შესასრულებელი ვიზიტის შესახებ.

შეხვედრაზე გადაწყდა დეკემბრის ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში შეკრება და 2015 წლის თავმჯდომარეობის გადაცემა საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიისათვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)