სამღვდელოების შეკრება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2014 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ვარდან ჯინიშიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის სასულიერო პირთა წლის შემაჯამებელი კრება. შეხვედრის დასაწყისში თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა ლოცვა. კრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო ეპარქიის წინამძღვარმა საანგარიშო გამოსვლით მოკლედ წარმოადგინა 2014 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და კრების მონაწილეებს აუწყა, რომ საქართველოს მთავრობას წარედგინა ქვეყნის გასაბჭოებამდე საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიების სია, მათი ეპარქიისთვის დაბრუნების თხოვნით. კრებაზე განსახილველი ძირითადი თემები იყო ადგილებზე სასულიერო, კულტურული, ქრისტიანული განათლების განვითარება. კრებამ ასევე განიხილა 2015 წელს, სომეხთა გენოციდის 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში, სათვისტომოში ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზების, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისა და დედა სამშობლოს მიერ დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობის საკითხი. განხილულიქნა ასევე სამღვდელოების დისციპლინურ საკითხები. კრების მსვლელობისას ეპარქიის წინამძღვარმა და მისმა მოადგილემ უპასუხეს შეკითხვებს მღვდელმსახურთათვ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი. მან წამოწია ადგილებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხი, შესთავაზა ან ბეჭდვითი მედით, ან ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საქართველოში მიღებული კანონების, მთავრობის დადგენილებების, საეკლესიო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ მორწმუნეთა ინფორმირება. ანალიტიკურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა მილენა ოგანესიანმა წარმოადგინა ამ ბოლო პერიოდში თემის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვების შედეგები. საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რეგისტრაციის ხელმძღვანელმა ინესა სარუხანიანმა კრების მონაწილეებს გააცნო ეპარქიის მიერ ინიცირებული საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი. გაიჟღერა ინიციატივამ შეიქმნას ადგილობრივი ორგანოები სამცხე-ჯავახეთსა და ბათუმში რეგისტრაციის უფრო ეფექტურად ჩასატარებლად. მონაწილეები დადებითად გამოეხმაურნენ შესრულებულ სამუშაოების შედეგებს. კრების ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და წინამძრვრის მოადგილემ სასულიერო პირებს მისცეს დავალებები, ადგილებზე შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად.
|