საახალწლო ზეიმი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის (ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი) საახალწლო ზეიმი. საბავშვო ბაღის მასწავლებლების ძალისხმევით და ფანტაზიით მორთული დარბაზი ნამდვილი ზამთრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სადაც სხვადასხვა ცხოველების, ანგელოზებისა და ფიფქიების მსგავსი საბავშვო ბაღის 50-ზე მეტი აღსაზრდელი ელოდა თოვლის ბაბუას, რომელსაც უნდა ეხარებინა ახალი - 2015 წლის დაწყება. საზეიმოდ მორთულ დარბაზში ადგილები ეკავათ არა მხოლოდ პატარების მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, არამედ სულიერ მამებს, „ჰაირტუნ“ ცენტრისა და ეპარქიის თანამშრომლებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრ საელჩოს დიპლომატები კარენ მელიქიანი და ტიგრან თუმანიანი. ზეიმი დაიწყო „მამაო ჩვენოთი“ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელო ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ პატარები ლამაზი და სწორი სომხური სიტყვით, მხიარული სიმღერებითა და ცეკვით, ლექსებით, გამოცანებით, ენის გასატეხებით. ბავშვების სწორი ქცევა, გამართული სიტყვა, ლამაზი სიმღერა და ცეკვა გახდა იმის დასტური, რომ საბავშვო ბაღმა თავის მოღვაწეობაში სწორად შეარჩია განვითარების გზა. აღსაზრდელთა გამოსვლებით კმაყოფილმა ზღაპრულმა ქაჯ ნაზარმა და თოვლის ბაბუამ ზეიმის დასასრულს პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგეს. მშობლების სახელით საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მადლიერების სიტყვით მიმართა მშობელმა გაიანე ბოსტანჯიანმა, რომელმაც დამსწრეებს მოუწოდა, რომ შვილებს მშობლიურ ენაზე აღზრდა-განათლება მისცენ. ღონისძიების ბოლოს მადლიერების სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო
|