შობისა და ნათლისღების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2015 წლის პირველი საუფლო დღესასწაული, შობისა და ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა საზეიმო ცერემონიალით. 5 იანვარს საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა „ჭრაგალუიცის“ წმინდა წირვა. 6 იანვარს, დილით, სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა. სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის წინამძღოლობით აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია, რომელსაც დაესწრო ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნაირი ირიციანი. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას ეწვივნენ და მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო სომეხთა ეკლესიას ეწვივნენ და საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები სერგო რატიანი და რუსლან პოღოსიანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საელჩოს დიპლომატები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. წმინდა წირვის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიმართვა შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესიაში გავრცელდა ჩვილი იესოს შობისა და ნათლისღების სასიხარულო ამბავი. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ისევ გახდა ერის ღირსეული შვილი, მორწმუნე ქრისტიანი იური ერემიანი. ლიტურგიის ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლობის სიტყვით მიმართა ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის წარმომადგენლებს, შობის ბრწყინვალე დღესასაულის მილოცვისათვის. წინამძღვარი ასევე შეეხო ისტორიულად თანამორწმუნე ხალხების ურთიერთობებს, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. შემდეგ შეკრებილებს შობა, ნათლისღება და წყლის კურთხევა მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა და საქართველოს რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და მათ მორწმუნეებს გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა. თანამემამულეებს კეთილი სურვილებით მიმართა პარლამენტის დეპუტატმა რუსლან პოღოსიანმა. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიის შემდეგ მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან ერთად, დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) ორგანიზებულ ტრადიციულ ქადის ფესტივალს. სტუმრებმა შესვეს ორი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის სადღეგრძელო, შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიულოცეს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული და მიირთვეს სომეხი დიასახლისების ხელით დამზადებული სხვადასხვა სახეობის სომხური ქადა. ფესტივალმა ჩაიარა ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ძალებით მომზადებული თბილი კონცერტის თანხლებით. |