1geo

fb you od

მიქაელ ჰოვსეფიანი: სომხური ქორეოგრაფიის ამაგდარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Misha 

საქართველოს სომხებს შორის ცნობილმა პიროვნებამ, ღვაწლმოსილმა ქორეოგრაფმა მთელი მისი ზრდასრული ცხოვრებ მიუძღვნა დიასპორაში სომხური კულტურის შენარჩუნებსა და განვითარებ საქმეს. ცხონებული „ცეკვის მიშა“ მის მისიას ხედავდა ნორჩ თაობაში სომხური ქორეოგრაფიისადმი სიყვარულის გაღვივებაში, მათთვის ამაყი, შინაარსი პატრიოტული, ასევე ნაზი და მოხდენილი სომხური ცეკვის სწავლებაში. თუმცა, 1994 წელს დამნაშავის მიერ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ორგანიზებული აფეთქება საბედისწერო გახდა. აფეთქების მსხვერპლი გახდა პოპულარული ქორეოგრაფი მიქაელ ჰოვსეფიანი ...

მიქაელ ჰოვეფიანის ხსოვნას მიეძღვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ორგანიზებული საღამო, რომელიც გაიმართა ამა წლის 31 იანვარს. დარბაზში ადგილები ეკავათ მიქაელ ჰოვსეფიანის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, ნაცნობებ, მოწაფეებს.

სომხური „ბერდ“ ცეკვის მელოდიის ქვეშ დარბაზში გავრცელდა ცხონებული მიქაელ ჰოვსეფიანის ხმა, რომელიც ჩაწერილიქნა მის იუბილეზე, და რის შემდეგ ერთ წელიწადში შეწყდა მისი ცხოვრება.

საღამო გახსნ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან მიქაელ ჰოვსეფიანს უწოდა ნამდვილი ეროვნული მოღვაწ, რომელმაც თავი მიძღვნა საქართველოში სომხური ეროვნული კულტურის, კერძოდ, ქორეოგრაფიის შენარჩუნებასა და განვითარებას.

შემდეგ ერთმანეთს მოჰყვა მიქაელ ჰოვსეფიანი მოწაფეების, კოლეგებ და ნაცნობები მოგონებები მასზე, რომლებიც მას იხსენებდნენ როგორც კარგ მეგობარ, მზრუნველ მშობელს, ოჯახის ერთგულ, სომეხი ერის დიდ პატრიოტს, კულტურის დაუღალავ მსახურს, მაღალი შეფასება მისცეს მის ერთგულებას თავისი შვილების, მშობელი ხალხისა და საყვარელი საქმისადმი. მიქაელ ჰოვსეფიანსაქმიანობის მიზნად აჩეული ჰქონდა სომეხი ბავშვისათვის სომხური ცეკვის სწავლება. მთელი დღის განმავლობაში ის ასწრებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში მდებარე სომხურ სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას, რომელთა დროსაც მშობლის მზრუნველობით, თუმცა პედაგოგის სიმკაცრით ასწავლიდა სხვადასხვა ცეკვების სწორად შესრულებას, რითაც ნიადაგს უმზადებდა მათ პროფესიონალიზმს.

მიქაელ ჰოვსეფიანის ქარეოგრაფიულ ჯგუფებს მრავალჯერ გაუმარჯვებიათ კონკურსებსა და ფესტივალებში, გამხდარან "გაზაფხული გაზაფხულში" ფესტივალ-კონკურსის თასის მფლობელნი, ბევრი მისი მოწაფე თავის დროზე გამხდარა სომხეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, უცეკვია სხვადასხვა ანსამბლებში და ყოველთვის სიამაყით დაუფასებია მიშას მოწაფეობა.

გამომსვლელთა ემოციურ სიტყვას ენაცვლებოდა მიქაელ ჰოვსეფიანის ავტორობით შექმნილი და მისი მოსწავლის, ქორეოგრაფ ლიანა კაშავანიძის მიერ აღდგენილი ცეკვები „ვანქ“ ქორეოგრაფიული ანსამბლის შესრულებით, მიქაელ ჰოვსეფიანის ათწლეულების კოლეგის, მედოლე რობერტ კაშავანიძისა და მედუდუკე ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით „ჰაიარტუნ“ ცენტრის დოლისა და დუდუკის წრეების შესრულებები.

ბოლოს ცხონებული ქორეოგრაფის ქალიშვილმა გაიანე ჰოვსეფიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობას, სათვისტომოს მოღვაწეთა ხსოვნის საღამოების მეშვეობით დავიწყებას მიცემული მათი სახელების გახსენებისა და თაობებისათვის გადაცემისათვის და მადლობა გადაიხადა მამის - მიქაელ ჰოვსეფიანის , ერთგულების დაფასებისა და საღამოს ორგანიზებისათვის.

დარბაზში კვლავ გავრცელდა სომხური „ქოჩარი“, რომელსაც მიქაელ ჰოვსეფიანი ბავშვებს ასწავლიდა, როგორც სომეხი ხალხის ერთიანობისა და უძლეველობის სიმბოლო საცეკვაო მელოდიას.

IMGP0011 IMGP0032 IMGP0065 

IMGP0072 IMGP0053 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)