1geo

fb you od

წმინდა ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის ხსენების დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Vardananc 

2015 წლის 12 თებერვალს, თბილისისსურბ ეჯმიაწინეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა, წმინდა ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის, ხსენების დღესთან დაკავშირებით აღავლინა საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დროს დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა მის პირველ ქადაგებაში ისაუბრა რწმენისა და სამშობლოსათვის წმინდა ვარდანისა და მისი მომხრეების წამების საიდუმლოზე და ქადაგება დაასრულა სომეხი ერისთვის დაბედებული ჯვრის არარატზე აღმართვის სურვილი.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო კურთხევით დალოცა რა მორწმუნეები და სასულიერო პირები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მოხსენი ძლიერი სულისკვეთები თავისუფლების მიღწევის, სამშობლოს დაცვის, რწმენისათვის ერთგულად დარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლით მიღწეული გამარჯვება. წინამძღვარმა ისაუბრა ვარდანანც ომის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხისათვის და ხაზი გაუსვა ორი მეზობელი ხალხების - სომხებისა და ქართველების ბრძოლას სამშობლოსა და თავისუფლებისათვი, ვარდან მამიკონიანისა და ვახტანგ გორგასლის წინამძღოლობით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაზე ეპარქიისსურბ მოვსეს ხორენაცისაბავშვო ბაღის აღსაზრდელთა დასწრებას, რომლებმაც ბავშვური ლოგიკით ყური უგდეს ვარდან მხედართმთავრისა და მისი მებრძოლების გმირობისა და წამების ისტორიას. წინამძღვარმა ყველა ვარდანს მიულოცა ვარდანობა.

საზეიმო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ეპარქიათშორისი ოფისის ხელმძღვანელი მღვდელი პარუირ ავეტისიანი.

წმინდა ვარდანანც დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის სომხურ ეკლესიებში.

IMGP0060 IMGP0078 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)