თბილისში შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის რეგიონალური - საქართველოს კომიტეტის მე-5 სხდომა |
2015 წლის 12 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური - საქართველოს კომიტეტის მე-5 სხდომა, გაფართოებული შემადგენლობით. გარდა კომიტეტის წევრებისა, სხდომის სამუშაოზე მოწვეულნი იყვნენ ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების გამგებლები და საკრებულოთა თავმჯდომარეები. სხდომას, მისი დასწრებით, პატივი დასდო საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა იური ვარდანიანმა. კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გახსნილი გამოფენა რუბრიკით - „ასი ფოტოსურათი“, რომლის ექსპონატების ელექტრონული ვერსია „ჰაიარტუნ“ ცენტრს გადმოსცა სომეხთა გენოციდის ერევნის მუზეუმ-ინსტიტუტმა (დირექტორი: ჰაიკ დემოიანი). ამ გამოფენით საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებების ციკლი. გაფართოებული სხდომა ლოცვით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო გაფართოებულ სხდომაზე ასევე განხილულიქნა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის გამო სომხების გარკვეული ნაწილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც იმედისმომცემი და პერსპექტიულია. განიხილულიქნა ასევე კომიტეტის შემადგენლობის ცვლილების საკითხი. გაფართოებული სხდომის სამუშაო შეაჯამა სრ ელჩმა ბატონმა იური ვარდანიანმა. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრას მოიწვევენ 2 მარტს.
|