1geo

fb you od

ჰოვანეს შირაზს პატივი მიაგეს მისი პატრიოტული სულისკვეთების მქონე ლექსებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზმა, მიმდინარე წლის 19 მარტს, მიიღო თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჰოვანეს შირაზის პატრიოტული ლექსები სკოლამ მიუძღვნა პოეტის დაბადები 100 წლისთავს. ლიტერატურულ- მუსიკალური მონტაჟი ინიცირებული იყო ომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ პედაგოგ კარინე ჰოვანსიანი მიერ. მონაწილეობდნენ -10 კლასის მოსწავლეები. ღონისძიება წარდგენილი იყო სკოლის სააქტო დარბაზში და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა და გამოძახილი იმდენად დიდ იყო, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის შეთავაზებით ის წარდგენილ იქნა თბილისის სომხური სათვისტომოს გაცილებით ფართო საზოგადოების წინაშე.

ღონისძიებას მისი დასწრებით პატივი მიაგო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დარბაზში ადგილები ეკავათ მშობლებ, მასწავლებლებ, შირაზის პატრიოტული პოეზიის მოყვარულებ.

წაიკითხეს დიდი სახალხო პოეტის სამშობლოსადმი, სომხური ენისა და დედისადმი მიძღვნილი ლექსები, ასევე ლექსები დაკარგულ მასისზე, სამშობლო დაკარგულ სომხებზე, პოეტის სულის ტკივილზე, ანის ნახვასა და მასისის ძირში განსვენებაზე ...

ემოციური დეკლამაცია შემკული იყო ჰოვანეს შირაზის ლექსებით დაწერილი სიმღერებით. შირაზის ლირიკული, პატრიოტული ლექსები, რომლებიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს, დარბაზს ერთხელ კიდევ გაახსენა დედა სამშობლო და სომეხი ხალხის სიკვდილის შიშით განვლილი ისტორიული გზა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა ღონისძიება, შირაზს უწოდა სომეხი ხალხის იდეოლოგი, ვისი პოეზიაც მშობლიური ენის, ქრისტიანული რწმენის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, სანუკვარი სამშობლოს ხოტბაა, ღონისძიებას კი - თაობების აღორძინება და წარსულის განდიდება. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვა უთხრა სომხური საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორ ირინა ჟამკოჩიანს, მასწავლებელ კარინე ჰოვანისიანს და ლიტერატურულ- მუსიკალური მონტაჟი მონაწილე ყველა მოსწავლეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახელით, 104- საჯარო სკოლას აჩუქა გრიგორ ნარეკაცის ხატი, მე-10 კლასელებს კი - წიგნები, არმენოლოგიური თამაშებით.

IMGP0027 IMGP0035 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)