სიახლეები
|
2015 წლის 2 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. მქადაგებელმა მღვდელმა, მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა, იქადაგა ქრისტეს ზიარების საიდუმლოს დადგენის შესახებ.
საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიაში ჩატარდა ფეხთბანის რიტუალი. ქრისტემ ბოლო ვახშმის შემდეგ გამოიჩინა ჭეშმარიტი თავმდაბლობა და ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, უფლის მაგალითით, ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხები დაბანა 12 ბავშვს და ზეთი სცხო მათ. რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი დაურიგდა მორწმუნეებს. დიდი ხუთშაბათის საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც წაკითხულ იქნა სახარებიდან ამოკრებილი ნაწყვეტები. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა - მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბარი, საიდუმლო სერობა, იუდას მიერ მისი გაცემა, მაცხოვრის სხეულის არიმათიელის ბაღში დაფვლა და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეკლესიებში დიდ ხუთშაბათს აღევლინა საღმრთო ლიტურგია და შესრულდა ფეხთბანისა და დიდი პარასკევის ცისკრის რიტუალი.
|