გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო ბათუმის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში |
2015 წლის 29 მარტს, ბათუმის რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და მასპინძელი ეკლესიების სასულიერო პირებისა და მორწმუნეების მონაწილეობით გაიამართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო, რომელიც დაიწყო ერთობლივი საუფლო ლოცვით და სომეხთა და კათოლიკური ეკლესიების სულიერი მოძღვრების მიერ ჩატარებული პანაშვიდის წესით. სომეხთა გენოციდის თემაზე მოხსენება წაიკითხა კრისტინა აივაზიანმა. აჭარის, გურიისა და იმერეთის კათოლიკური ეკლესიის სულიერი მოძღვარი მამა გაბრიელ ბრაგანტინი მიესალმა დამსწრეებს და სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით გამოთქვა კათოლიკური ეკლესიასა და მორწმუნეთა მხარდაჭერა სომეხი ერისა და ეკლესიისადმი. საღამოს მსვლელობისას საგალობლები შეასრულეს მასპინძელი ეკლესიის მგალობელთა გუნდმა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის გუნდმა „აღბიურ“, ქორმაისტერ რუზანა ოგანესიანის ხელმძღვანელობით. საღამო შეაჯამა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. მამა არარატმა მაღალი შეფასება მისცა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების და დაგმობის ფაქტს და მადლობა გადაუხადა სამღვდელოებასა და მორწმუნეებს, ერთობლივი ხსოვნის საღამოს გამართვისათვის. |