ეთნიკურად სომეხმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან |
2015 წლის 9 მაისს, "ევროპის კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ეთნიკურად სომეხმა სტუდენტებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების სტუდენტებთან მიმდინარე სამუშაოების კოორდინატორ ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით. მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრი ბერუჩაშვილი ასევე შეეხო "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უპასუხა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებს. |