1geo

fb you od

ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინა სრულად გადაეცა საქართველოს სომეხთა ეპარქიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Tumanyan 

2015 წლის 8 ივნისს, თბილისში იყო ჩამოსული სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედვარდ მილიტონიანი, მწერალთა კავშირის დელეგაციის თანხლებით. ვიზიტის მიზანი ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინის სრული სახით საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის გადაცემა იყო. სტუმრები, „ჰაიარტუნ " ცენტრში კომიტასისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ეწვივნენ ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს სრულიად სომეხთა პოეტის, ოვანეს თუმანიანის, და ერის სხვა დიდებულთა საფლავები.

 სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, თბილისელი სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და საეპისკოპოსოს თანამშრომლებთან ერთად, გაემგზავრნენ ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინაში, სადაც მათ შეუერთდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ჟურნალ "ცისკარის" რედაქტორი, მწერალი ბარათელ არაბული და სხვები.

ოვანეს თუმანიანის სახლის ნაწილი, ბიბლიოთეკად ქცეული 150 კვადრატული მეტრი ფართობი, 2012 წელს, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ცხონებულ ლევონ ანანიანის, დაუღალავი ძალისხმევით იქნა შეძენილი, გიუმრის ყოფილი მერის, ვარდან ღუკასიანის, ფინანსური მხარდაჭერით.

სახლის მთლიანი სახით შეძენის საკითხი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ყურადღების ქვეშ იყო, და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ მუშაობას ატარებდა საქართველოში სომხეთის საელჩო. და აი ამ ბოლო ხანს, 2015 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მიმართვით, „სურბ გევორგ“ ეკლესიის ფონდის სახსრებით შეძენილ იქნა შენობის, მემკვიდრეთათვის დარჩენილი, ნაწილი და მანამდე შეძენილ ნაწილთან ერთად მთლიანად იქნა გადაცემული ეპარქიის საკუთრებაში.

ორი ქვეყნის მწერალთა კავშირების თავმჯდომარეთა შეხვედრა სიმბოლურად გაიმართა ამ სახლში.

 სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ სახლის გასაღები საზეიმოდ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს. სახლს დაერქმევა "კულტურისა და ხელოვნების თუმანიანის ვერნატუნი“, და მისი საქმიანობა მიმართული იქნება ორი ქრისტიანი ერების თანამშრომლობის, მეგობრული ურთიერთობების და შემოქმედებითი კავშირების განვითარებისა და გაღრმავებისკენ. მოეწყობა წიგნების განხილვები და პრეზენტაციები, სომხური და ქართული შემოქმედებითი, კულტურული სხვადასხვა ღონისძიებები. შენობაში იქნება დარბაზი, ოთხენოვანი ბიბლიოთეკა, სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ვირტუალური უნივერსიტეტი, ერთ-ერთ ოთახი ატარებს ლევონ ანანიანის სახელს.

მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, მწერალი,მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის კურთხევისა და შეფასების სიტყვაში ამ დღეს ნამდვილად ისტორიული უწოდა, ვინაიდან სრულიად სომეხთა პოეტის ბინა მალე დაუბრუნდება მის დანიშნულებისამებრ მომსახურებას. წინამძღვარმა ეპარქიის სახელით იკისრა საჭირო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების, საჭირო ტექნიკითა და ავეჯით უზრუნველყოფის ვალდებულება.

შემდეგ სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ედვარდ მილიტონიანმა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც შეუერთდნენ საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირი, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაცია.

PS. დიდი სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის თბილისის სახლი მდებარეობს ამაღლების (ყოფილი დავითაშვილის) ქუჩის №18-ში, სადაც თუმანიანი ცხოვრობდა 1904-1923 წწ., 1952 წელს მისი სახლის ნივთები გადატანილ იქნა ერევანში. 6 ოთახიდან 4 ბიბლიოთეკად გადაიქცა, ორი კი დარჩა მწერლის მემკვიდრეებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თბილისის მერიამ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკის ნაწილი გადასცა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისგანაც საჭირო გახდა ბინის შეძენა.

11336837 758541720929309 2966128873309334612 o 11428106 758541334262681 3649016063279321925 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)