1geo

fb you od

ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kiraknorya 

2015 წლის 10 ივნისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, მღვდელ ჰუსიკ ჰარუთიუნიანის, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის და სასულიერო პირთა მონაწილეობით მიმდინარე საღამოს ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, "ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და უამრავი მორწმუნე. ღვთისმსახურების დასასრულს დამსწრეებს მიესალმა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი და ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების სკოლების კურსდამთავრებულებს მიულოცა წიგნიერების და ისტორიის კურსების წარმატებულად გავლა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით და მფარველობით მოქმედი ერთდღიანი სკოლების მოღვაწეობა მიზნად ისახავს სომეხი ახალგაზრდებისთვის საქართველოს სომხურ სათვისტომოში მშობლიური ენის შენარჩუნებას, დედა სამშობლოსა და სომხური ეკლესიის ისტორიის სწავლებას. ჯერ კიდევ 20 წლის წინ სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ცხონებულ არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის ინიციატივით დაფუძნებულ წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლას შეემატა წმინდა გრიგორ ნარეკაცის სახელობის საშაბათო სკოლაც. ამ ორი სკოლის ექვს კლასში მესროპისეულ სომხურს შეისწავლიან მშობლიურ ენას მოწყვეტილი, მაგრამ მისი სწავლის დიდი სურვილის მქონე მოზარდები, ახალგაზრდები, ასევე ზრდასრულები, რომლებიც გარემოებებიდან გამომდინარე არ ფლობენ მშობლიურ ენას და სიყვარულით მოდიან შეცდომის გამოსასწორებლად, ამ ცარიელი ადგილის შესავსებად.

ემილ სარგსიანი „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლიდან (მასწავლებელი: როზა ზოჰრაბიანი) და ნარეკ ჰოვასაფიანი „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სწავლების სკოლიდან (მასწავლებელი: თამარა გაბოიანი) სკოლაში შესვლამდე ძლივს გამოთქვამდნენ აზრს ან საერთოდ ვერ მეტყველებდნენ მშობლიურ ენაზე. დღეს მათ ლამაზი დეკლამაციით და მეტყველებით წარმოაჩინეს ნასწავლი, მიიღეს დამსწრეთა შეფასება.

მიუხედავად იმისა, რომ ეპარქიის ორი სკოლის მეორე კლასებში 57 სომეხი ახალგაზრდა სწავლობდა, გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა მათგანმა, ვინც მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და კურსების გავლის სერტიფიკატი.

ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა დამსწრეები და მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის ევგენია მარკოსიანის, მასწავლებლების როზა ზოჰრაბიანის და თამარა გაბოაინაის, სულიერი ხელმძღვანელის გევორგ ანტონიანის თავდადებულ მუშაობას, უამრავი სომეხი ახალგაზრდის თავის ფესვებთან დაახლოებისათვის. წინამძღვარმა მშობლებს მოუწოდა ოჯახში სამეტყველო ენად სომხური აქციონ, შეინარჩუნონ მშობლიური ენა, კურსდამთავრებულებს კი მოუწოდა, რომ არ დაშორდნენ სომეხთა ეკლესიას, ჩაერთონ „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობაში და სიამაყით ატარონ სომეხის სახელი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მფარველობით სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლები მოქმედებენ ასევე ბათუმში - „სურბ მესროპ მაშტოც“, ქობულეთში - „ვრამშაპუჰ“ და ოზურგეთში - „სურბ საჰაკ პართევ“, სადაც ასევე მიმდინარეობს გამოსაშვები გამოცდები.

IMGP0005 IMGP0025 IMGP0032

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)