კულტურის მქადაგებელთა გამოსვლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
2015 წლის 17 ივნისს, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გაიმართა სულიერი მუსიკის კონცერტი, რომელიც სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ფარგლებში, „სინათლე სინათლეში“ რუბრიკით, V-XX საუკუნეების სომხური სასულიერო მუსიკის ახლებური ინტერპრეტაციაა, რომელიც ტიგრან ჰამასიანის მუსიკალური ინიციატივაა, ერევნის სახელმწიფო კამერულ გუნდთან ერთად, ჰარუთიუნ თოფიკიანის ხელმძღვანელობით. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართება მსოფლიოს 100 ეკლესიასა და ტაძარში, მათ შორის ერთი არის საქართველო, თბილისის უძველესი ეკლესია „სურბ ეჯმიაწინი“. ეკლესიაში ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველ კარენ მელიქიანს, სომხეთის რესპუბლიკის ახლო დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის გამგე ტარონ შაგოიანს, სულიერ მამებს მღვდლებს სამველ თოროსიანს, მანუკ ზეინალიანს და სხვებს. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. კონცერტი გახსნეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორმა მიქაელ ავაგიანმა, წარადგინეს ტიგრან ჰამასიანის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, სომხური სასულიერო მუსიკის იმ უძველეს ეკლესია-მონასტრებში გაჟღერებით, სადაც ისინი წარმოიშვა, მადლიერება გამოუხატონ მის დამფუძნებლებს და მთელს მსოფლიოს აჩვენონ, რომ მიუხედავად გადატანილი გენოციდისა, სომეხმა ხალხმა შეინარჩუნა და ახალი იმპროვიზაციითა და ახლებურად აჟღერებს სასულიერო მუსიკას, რის დასტურიც ეს კონცერტია. ერევნის სახელმწიფო კამერულ გუნდთან ტიგრან ჰამასიანის საფორტეპიანო კონცერტის რეპერტუარში ჩართულია მესროპ მაშტოცის, გრიგორ ნარეკაცის, გრიგორ პაჰლავუნის, ნერსეს შნორჰალის, მხითარ აირივანეცის, მაკარ ეკმალიანის ნაწამოებები. მსმენელები, რომელთა შორის, გარდა სომხებისა, იყვნენ არასომეხი მუსიკოსები, მუსიკის მოყვარულნი, სასულიერო სიმღერის თაყვანისმცემლები, საგალობლების დამფასებლები, დიდი ყურადღებით, ისე, როგორც ლოცვას, ისმენდნენ გუნდის ბრწყინვალე შესრულებას, ბრწყინვალე საფორტეპიანო შესრულებასთან ჰარმონიაში. ბოლოს დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, კონცერტი მიამსგავსა მოწამეთადმი მიძღვნილ ლოცვას, რომელიც ცაში ადის, შემდეგ ბრუნდება და ვრცელდება თვითოეულ ჩვენგანზე. წინამძღვარმა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის თაღებქვეშ გაჟღერებულ სიმღერას უწოდა 5000- წლიანი სომხური ცივილიზაციის, ქრისტიანული კულტურის ნიმუში, რომელიც შექმნა სომეხთა ეკლესიის ფალანგმა საგალობლების სახით. სომხური კულტურის მქადაგებლებს მაესტრო ტიგრან ჰამასიანს და მაესტრო ჰარუთიუნ თოფიკიანს სანუკვარი დღის სახსოვრად აჩუქა თენგიზ მიქოიანცის და მერუჟან შაუმიანის ფერწერული ტილოები. კულტურის სომეხი მოღვაწეები გამოეხმაურნენ თბილისში მომხდარ ტრაგედიას და მწუხარება გამოუხატეს ქართველ ხალხს. 18 ივნისს, "სინათლე სინათლეში" რუბრიკით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტიდან შემოსული თანხა გადაეცემა წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დახმარების ფონდს.
|