1geo

fb you od

ტოლმის ფესტივალი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tolma 

"ტოლმის ფესტივალი 2015", ქართულ და სომხურ ენებზე ბანერი სომხური ტოლმის დასაგემოვნებლად იწვევდა ყველას. საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მფარველობით, „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და ქველმოქმედთა მხარდაჭერით, 2015 წლის 28 ივნისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა ფესტივალი "ტოლმა-2015".

სომხური მდიდარ კულტურულ ფასეულობათაგანია ეროვნული სამზარეულო, თავისი მრავალფეროვნებით. უკვე კეთილ ტრადიციად იქცა თბილისში სომხური ეროვნული კერძების - ქადის, ჰარისის, ტოლმის, ფესტივალით წარმოდგენა და პოპულარიზაცია.

დილიდან გემრიელი ტოლმის სურნელი გავრცელდა ავლაბრის უბანში. ეკლესიის ეზოში ჩამწკრივებულ მაგიდებზე ეწყო ქვაბები, თბილისელი ქალბატონების მომზადებული ტოლმით. წელს, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეთა რაოდენობა დიდი იყო, გადაწყდა მხოლოდ ფესტივალის ჩატარება და მონაწილეთათვის თავიანთი კულინარიული უნარების წარმოჩენის საშუალების მიცემა.

გარდა "შუშანიკ" კავშირის წევრებისა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო "ჰაიარტუნ" ცენტრის ყველა შემოქმედებითმა ჯგუფების, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ, თავისი წრეებით, „ტარონ“, „ვანქ“, „ანი“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. აღვნიშნოთ, რომ თვითოელი ჯგუფი წარსდგა ტოლმის 3-5 სახეობით.

საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა გახსნა ფესტივალი, ისაუბრა ტრადიციის შენარჩუნების აუცილებლობაზე და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი ადამიანის იდენტობის შესანარჩუნებლად ეროვნული კერძების მომზადების ტრადიციის დაცვასა და ამ ტრადიციების გადაცემას მომავალი თაობებისათვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი მიესალმა ტრადიციულ ტოლმის ფესტივალს, დალოცა ყველა მონაწილე, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში, დედაქალაქ თბილისში, სომხური კულტურის შენარჩუნების ტენდენციას, მისი ყველა გამოვლინებით.

შემდეგ მღვდელმა მანუკ ზეინალინმა აკურთხა ტოლმის ქვაბები, ერთნაირი წინსაფრებინი ქალბატონები და ფესტივალს წარმატება უსურვა.

ტოლმის ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის იური ვარდანიანის მეუღლე - ქალბატონი ელეონორა ვარდანიანი, მწერალი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, სომეხი საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და სხვები.

ხალხმრავალი იყო ეკლესიის ეზო, ყველამ დააგემოვნა და მაღალი შეფასება მისცა კერძს. ხალხის ტოლმით გამასპინძლების პარალელურად მიმდინარეობდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანის ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

"ტოლმა 2015" ფესტივალზე დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ გამაგრილებელი სასმელებით, რომელიც მორთმეული იყო ედუარდ მურადიანის კომპანიის "რიწას" მიერ, პური კი - ლავაშის მწარმოებელი კომპანიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს არამაის ქამალიანი. ღონისძიებას წარუძღვებოდა ლიზა თოროსიანი.

სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირი მადლობას უხდის ყველა ქველმოქმედს და შემომწირველს, ფესტივალის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისათვის.

DSC03728 DSC03731 DSC03733 

DSC03753 DSC03746 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)