1geo

fb you od

სომეხი ახალგაზრდები განაგრძობენ თბილისის სომხური კვალის გაცნობას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Tbilisi 

2015 წლის 14 ივლისს, გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდების მიერ თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერების მეორე ტური. ამჯერად სტუდენტების და მოსწავლეების დათვალიერების სამიზნე უბანი სოლოლაკი იყო, სადაც განსაკუთრებით 19-20 საუკუნეებში ცხოვრობდნენ და და მოღვაწეობდნენ დიდი სომეხი მწერლები და პოეტები, ცნობილი მეცნიერები და მდიდარი ადამიანები, ნიჭიერი ექიმები და ხელოვანები, სომხური ინტელიგენციის გამოჩენილი პირები.

ახალგაზრდებმა შეიტყვეს მანთაშევის სავაჭრო სკოლის, ამჟამად 43-ე საჯარო სკოლის შესახებ, იხილეს მარმარილოს კიბეების შენარჩუნებული სილამაზე, აღფრთოვანდნენ ალექსანდრე მანთაშევის საცხოვრებელი ბინით, ცნობილ ვაჭარ ქალანთაროვის დაკიდებულ აივნებიანი შენობით, დიდ ქველმოქმედ მიქაელ არამიანცის სახლით.

შემდეგ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ორბელების სახლი, შეიტყვეს ნიჭიერი ძმების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ჰოვსეფ ორბელის დიდი წვლილის შესახებ მეორე მსოფლიო ომის წლებში ერმიტაჟის ექსპონატების გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ვაჭარ მკრტიჩ მკრტჩიანის, დიდ სომეხ მწერალ-ისტორიკოს რაფის, ჰოვანეს თუმანიანის ბინებმა. ოვანეს თუმანიანის ამ ბოლო დროს სომეხთა ეპარქიისთვის გადაცემულ სახლთან სტუდენტმა ლიზა თოროსიანმა წაიკითხა დიდი სომეხი პოეტის ლექსები.

ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც მან თავის მეუღლისთვის ააშენა, პირველად მოისმინეს თამამშიანების, ბოზორჯიანცის და სხვათა შესახებ.

მიუხედავად დატვირთული პროგრამისა, ახალგაზრდები ათვალიერებდნენ და ისმენდნენ მათთვის უცნობ ბევრ ამბავს, რომელთაც მათ გადასცემდა სტუდენტი-აქტივისტი რევიკ კარაპეტიანი. სომეხ ახალგაზრდებში იგრძნობოდა სიამაყის გრძნობა თავიანთ თანამემამულეთათვის, რომლებმაც ააშენეს და დაამშვენეს საქართველოს მშვენიერი დედაქალაქი, მას მიანიჭეს აღმოსავლეთის სიბრძნის და ევროპული კულტურის ხიბლი.

IMG 0541 IMG 0569 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)