1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP00041 

თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, 2015 წლის 16 აგვისტოს, ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას და დაესწრო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას.

მინისტრის მიერ სამშობლოდან ჩამოტანილი ყურძენი, რომელსაც მზის გემო ჰქონდა, შეერია თბილისის სომეხ მორწმუნეთა მიერ ტაძარში მოტანილ ყურძენსა და სხვა ხილს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის თავის რეზიდენციაში უმასპინძლა მინისტრ კარაპეტიანს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მინისტრ კარაპეტიანს დაათვალიერებინა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი და უამბო ეროვნულობის შენარჩუნებისკენ მიმართული მოღვაწეობის შესახებ. ეპარქიის წინამძღვარი და სრ სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, სადაც ყვავილებით შეამკეს ერის ღირსეული შვილების საფლავები.

ვაზგენ ეპისკოპოსის და სერგო კარაპეტიანის შემდეგი გაჩერება თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ტაძარი იყო, სადაც დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. „სურბ გევორგ“ ეკლესიაში სტუმრებს დახვდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხელმძღვანელი არჟანიკ ჰოვანისიანი და სტუმრებს დაწვრილებით ესაუბრა შესრულებული სამუშაოების შესახებ. დედა სამშობლოდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმარმა აღტაცებით დაათვალიერა უძველესი ტაძარი, რომელსაც რეკონსტრუქციის შემდეგ ახალი იერსახე აქვს მიღებული.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)