1geo

fb you od

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC038391 

2015 წლის 16 აგვისტოს, სომხურმა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ დიდი პომპეზობით და საზეიმოდ აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული - სომეხთა ეკლესიის ხუთ უდიდეს დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.

დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეზოში და ტაძარში. სულიერმა მსახურებმა ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით, ეკლესიის საკურთხეველი გააწყვეს დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით, რაც უზრუნველყო ეკლესიის ჯვრის ნათლიამ იური ერემიანმა.

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში დილის ღვთისმსახურების შემდეგ აკურთხეს სამყაროს ყველა მხარე და ყველა ხალხი.

შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. სადღესასწაულო წმიდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

საღმრთო ლოიტურგიას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი, ვინც სამშობლოდან ჩამოიტანა დედა სამშობლოს მზის გემოს მქონე ყურძენი. ესწრებოდნენ საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ინტელიგენცია, სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელები, უამრავი მორწმუნე.   არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ, ხალხი მოდიოდა ყურძნისა და სხვადასხვა ხილის ლამაზი კალათებით, ლამაზად გაწყობილი ლანგრებით, წლის ჭირნახულის კურთხევის მისაღებად და უფლის კურთხევის მიღების მოლოდინით.

წმიდა წირვის დროს, მქადაგებელმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - ღვთისმშობლის უდიდეს მისიაზე, მის მიძინებასა და აღდგომაზე.

ეპარქიის ლიდერმა, სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმოდ შეასრულა ტრადიციული ყურძნისა და წლის მოსავლისა და ჭირნახულის კურთხევის წესი.

საზეიმო საღმრთო ლიტურგები აღევლინა და ყურძნის კურთხევა შესრულდა ასევე სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის, ქვემო ქართლის და ყველა დანარჩენ სომხურ ეკლესიაში.

წელს დღესასწაული განსაკუთრებული პომპეზობით აღინიშნა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიას ადგილობრივ მოწმუნეებთან ერთად ესწრებოდნენ სომხები და სხვადასხვა ერების წარმომადგენლები სომხეთიდან და სხვადასხვა ადგილებიდან. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აკურთხა წყლის კურთხევის და ყურძნის კურთხევის ქვაბები, რომლებიც ეკლესიას აჩუქეს ღვთისმოსავმა სომხებმა ანრდანიკ კარავარდანიანმა და ხაჩიკ გუმბალიანმა. შემდეგ ეკლესიის ნათლიისა და მისი ოჯახის სახელით მორწმუნეებს დაურიგდა შესაწირი.

ორშაბათს დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში გადაიხდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

DSC03809 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)