1geo

fb you od

არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი დაბა შაუმიანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0280 

2015 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხური თემების ახლად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, მისი პასტორალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო თბილისიდან ჩამოსულმა სულიერმა მღვდელმსახურმა მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა, მგალობელთა გუნდთან ერთად.

საღმრთო ლიტურგიის დროს წმინდა მამამ სათანადოდ იქადაგა, განმარტა სადილის ჟამნი სახარებიდან. მან წაიკითხა მარკოზის მეათე თავის 1-იდან მე-12 პუნქტები, რომელთა დედა აზრია: „ რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებნ“. მამა ხორენმა ამ ქადაგებაში ისაუბრა განქორწინების პრობლემაზე, მაღალი შეფასება მისცა სიყვარულსა და პატივისცემაზე აგებულ ოჯახს და მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ ძლიერი და მტკიცე ოჯახი და თავი მიუძღვნან მისი სიმყარის შენარჩუნებას.

სომხებით დასახლებული სოფლის მორწმუნეებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს დღის ქადაგებას და მიიღეს ზიარება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)