1geo

fb you od

სექსუალობა და ქორწინება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

13221318„ღმერთმა შექმნა ადამიანი, თავის ხატად, ღვთის მსგავსად შექმნა იგი, დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი " - დაბ. 1.26-27.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ტრადიციული ოჯახი და ოჯახის ინსტიტუტი საერთო ჯამში საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ღმერთის ხატი არის როგორც მამაკაცში, ასევე ქალში, ის აისახება ღვთაებრივი კავშირით ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს ღვთის შემოქმედებით ძალას, თავისი ცხოვრებისელი, თავდაუზოგავი და სათნო ბუნებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ ჰეტეროსექსუალური კავშირით.

როდესაც ღმერთმა ადამს მეწყვილე შეუქმნა, მან შექმნა ევა, და არა სხვა ადამი. ეს ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის სრულყოფილი კავშირი მოითხოვს გარკვეულ განსხვავებებს, აგრეთვე ზოგიერთ საოცარ მსგავსებებს, რის გამოც ადამს შეეძლო წამოეძახა: „ აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“.

ქალისა და მამაკაცის ინტიმური კავშირი ბუნებრივი კავშირია ორს შორის (ემოციური და ფიზიკური), ისე, რომ იგი შეესაბამება ჩვენი სხეულების სტრუქტურას, და შვილის შობის ბუნებრივი გზაა.

როდესაც იესოს ჰკითხეს ქორწინების შესახებ, იგი მაშინვე დაუბრუნდა დაბადების წიგნის იმ ეპიზოდებს, სადაც ნათქვამია, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორისაა, და ამან უნდა გასტანოს მთელი სიცოცხლის მანძილზე. მან დაბადების წიგნის შემოქმედების ნაწილი ჭეშმარიტებად აღიქვა მისი დროისთვის და ის, რაც არის ჭეშმარიტი ქრისტესათვის, ჭეშმარიტია ქრისტიანთათვისაც. იესოს არ უთქვამს არაფერი კონკრეტულად ერთსქესიანობის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მოიყვანა დაბადების წიგნის ქორწინების შესახებ ეპიზოდი და ეგ მიიჩნია ძირითადად, კანონზე მეტი, რითაც გამორიცხა დასკვნაში ეჭვის შეტანა.

ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, ამით ყველაფერი ნათქვამია. საუკუნეების განმავლობაში, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ყველა ტრადიციულ რელიგიაში: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი, ქორწინება იყო ქალსა და მამაკაცს შორის. ზოგიერთი ხმები დასავლეთიდან (ევროპა, ჰოლივუდი) ავრცელებენ მითებს იმის თაობაზე, რომ ქორწინებისთვის "ის, რაც საჭიროა, ეს არის მხოლოდ სიყვარული". ეს არის სიცრუე.

როდესაც ვამბობთ, რომ ტრადიციული ოჯახი დაფუძნებულია ქორწინებაზე, ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ზოგიერთი ადამიანი ჩვენ გვადანაშაულებს არა საკმარის ღიაობაში, არასაკმარისად ლიბერალობასა და არასაკმარისად ტოლერანტობაში. ჩვენ არ ვებრძვით რომელიმე ერთს ან რომელიმე ჯგუფს, ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ღვთისგან ბოძებულ მრავალსაუკუნოვან კანონებსა და მცნებებს და ვრჩებით მათი ერთგულნი.

ქორწინება უფრო მეტად არ არის დაფუძნებული გრძნობებზე, ვიდრე რომელიმე სხვა კავშირი ცხოვრებაში. ქორწინება, ისევე როგორც სხვა ადამიანური ურთიერთობები, მოიცავს ემოციებს, ის არ იქმნება კონკრეტული ემოციების წარმოშობით. მე არ უარვყოფ, რომ ერთსქესიანებს შეუძლიად ჰქონდეთ ღრმა გრძნობები თავიანთი პარტნიორების მიმართ, მაგრამ ვამტკიცებ, რომ რამდენადაც ღრმა არ უნდა იყოს მათი გრძნობები პარტნიორისადმი, იმას, რაც ხდება მათ შორის, არ შეიძლება ეწოდოს ქორწინება ღვთის წინაშე. ეს არის ლამაზი თვითმოტყუება.

ტრადიციული ქორწინება ქვაკუთხედია ჯანსაღი ოჯახისა. ქორწინება არის ფუნდამენტური სოციალური ინსტიტუტი, რომლის მიზანი არა მხოლოდ ორი პიროვნების ემოციების დაკმაყოფილებაა, არამედ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა, რაც ყოვლისშემძლის კურთხევის ან წყევლის ქვეშაა. საზოგადოებები, რომლებიც ემოციების დაკმაყოფილებას მაღლა აყენებს (ღვთაებრივ) სიმართლეზე და პრინციპებზე, მალე იქცევა დიდი უკიდურესი მიდრეკილებების , გადაგვარების ადგილებად და განადგურდება. უფალი განსჯის ნებისმიერ საზოგადოებას, სადაც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება.

მჯერა, რომ ღმერთი განსჯის ასევე იმ საზოგადოებას, სადაც ერთსქესიან წყვილებს ნებას რთავენ იშვილონ ბავშვები და გამოიყენონ დონორის სპერმა.

ღვთის სიტყვა მაღლა დგას საზოგადოებაზე, და როდესაც ის შეგნებულად იგნორირებულია პროგრესისა და განმანათლებლობის სახელით, ეს არა სინათლეა, არამედ ღრმა წღვდიადი.

უმცირესობათა შესაგუებლად ჩვენ ვერ უარვყოფთ ღვთის სიტყვას.

ვერცერთი ეკლესია, რომელიც სერიოზულად აღიარებს ბიბლიას, ნებას არ დართავს ერთსქესიანი წყვილების კავშირს.

როდესაც ზოგიერთი ქვეყანა აკანონებს ამ ბოროტებას, ღვთის ჭეშმარიტი და ერთგული შვილები უნდა იდგნენ მტკიცედ და არასდროს არ უნდა დაუშვან ერთსქესიანთა ქორწინება ეკლესიაში, სინაგოგაში ან მეჩეთში.

არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი