საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს განცხადება |
განცხადებები |
ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კანონიკურ სივრცეში მდებარე ეკლესიების, სამლოცველოების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ან ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის საჭიროა თემის საეპოსკოპოსოსთან წინასწარი კავშირის დამყარება, შემდგომ: საეპიკოპოსოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სამართლებრივ და თანამშრომლობის განყოფილებებთან თანამშრომლობით, საქართველოში მოქმედი შესაბამისი სპეციალიზებული კომპანიების მეშვეობით, ეკლესიების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტისა და ხარჯთაღრისვის შედგენა; აღნიშნული რეგიონის სულიერი მოძღვრის შუამდგომლობითი წერილის მეშვეობით მომზადებული პროექტის წარდგენა ეპარქიის წინამძღვრისთვის - საქართველოს სახელმწიფო შესაბამისი სააგენტოების მიერ დასამატკიცებლად და სამშენებლო ნებართვის მისაღებად. მნიშვნელოვანია მშენებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. განახლებულ ან ახლად აშენებულ ეკლესიას ეპარქიის წინამძღვარი აკურთხებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენობის მიმღები სპეციალისტების მიერ გაიცემა ხარისხის სერტიფიკატი. დაე ყოვლისშემძლე უფალმა დალოცოს ყველა ეკლესიის მშენებელი, ქველმოქმედი, ხელოსან- მშენებელი. საკონტაქტო მონაცემები: ეპარქიის საეპისკოპოსო: გისანე ჰოვსეფიანი, ტელ.: 995 32 292 22 48 მარგარიტა კირაკოსიანი, ტელ.: 995 32 75 41 11 ელ.ფოსტა: ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. , ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. მიქაელ ავაგიანი, იურიდიული და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი, ტელ.:577 43 79 12, ელ. მისამართი - ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. კარენ ერიციანი, ადმინისტრაციულ-მატერიალური განყოფილების დირექტორი, ტელ.: 557 11 22 33, ელ-ფოსტა - ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. |