1geo

fb you od

საქათველოს სომეხთა ეპარქიის საბავშვო-საყმაწვილო გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო სომეხთა კულტურის ფესტივალში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

komitas 

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ეგიდით, 2013 წლიდან ეწყობა „კომიტას ვარდაპედ“ სრულიად სომეხთა კულტურის ფესტივალი, რომელიც წელს ჩატარდა რუბრიკით „ვმღერით კომიტასს“. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სიმღერის გუნდებიც, რომელთა რეპერტუარის განუყოფელი ნაწილია კომიტასის ნაწარმოებები, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული სიამოვნებით მონაწილეობენ ყველა ფესტივალში.

2015 წლის ფესტივალში საქართველოს სომეხთა ეპარქია წარსდგა „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი) "ნერსეს შნორჰალი“ და ბათუმის ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო გუნდებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის გუნდები ფესტივალში ჩაერთნენ 25 სექტემბერს, ერევნის კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლში ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობით.

მომდევნო დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სიმღერის გუნდები სტუმრობდნენ ლორის რეგიონის სოფელ ვარდაბლურში, სადაც კომიტასმა შექმნა თავისი „ლორის ჰოროველი“. გუნდები ადგილობრივ სკოლაში გამოვიდნენ კომიტასის სიმღერების შესრულებით, საღამოს კი საშემსრულებლო ხელოვნება აჩვენეს ვანაძორის შარა ტალიანის სახელობის პირველ მუსიკალურ სკოლაში. კონცერტის გახსნის პატივი ერგო "ჰაიარტუნ" ცენტრის „ნერსეს შნორჰალის“ სახელობის გუნდს (ქორმაისტერი: მარი აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), სიმღერით „ჰოი ნაზან, იმ ნაზანი“.

საქართველოს სომეხი მომღერლების ნიჭიერი შესრულებები შეუმჩნეველი არ დარჩა ფესტივალის ორგანიზატორთათვის. 27 სექტემბერს, საღამოს , ერევანში კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლში ფესტივალის დახურვის გალა-კონცერტზე „ნერსეს შნორჰალის“ სახელობის გუნდმა შეასრულა სიმღერა „სარერი ჰოვინ მერნემ“, მედუდუკეთა ჯგუფის აკომპონირებით. გალა-კონცერტზე ნაჩვენები იქნა კომიტასის ფოტოსურათებით ფილმი ვარდაპეტის ცხოვრებაზე, გაიჟღერა მისმა ხმამ. ფესტივალის დახურვის პატივი ერგო სომხეთის სახელმწიფო აკადემიურ გუნდს, სამხატვრო ხელმძღვანელ და მთავარ დირიჟორ სსრკ სახალხო არტისტ, სახელმწიფო პრემიის ლაურეატ ჰოვანეს ჩექიჯიანის ხელმძღვანელობით. საზეიმო დახურვაზე სრ დიასპორის მინისტრის მოადგილე სერჟ სრაპიონიანმა დამსწრეებს გადასცა მინისტრ ჰრანუშ ჰაკობიანის მისასალმებელი სიტყვა და ფესტივალში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა ფესტივალის მონაწილე ყველა გუნდს, ინდვიდუალურ შემსრულებელს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის საგანმანათლებლო-კულტურულ და ახალგაზრდული ცენტრის გუნდი „აღბიურ“ (ქორმაისტერი: რუზანა ოვანესიანი), ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარ მღვდელ არარატ გუმბალიანის კურთხევით, 28 სექტემბერს ერთობლივი კონცერტით გამოვიდა ერევნის არმენ ტიგრანიანის სახელობის მუსიკალურ სკოლაში (დირექტორი: ანაჰიტ გევორგიანი). კონცერტს ესწრებოდნენ შენგავითის რაიონული გამგეობის ხელმძღვანელის მოადგილე ჰოვანეს ღალეჩიანი და განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის გამგე არმენ მარტიროსიანი.

"ვმღერით კომიტასს“ კულტურის ფესტივლი მხოლოდ კონცერტებით არ იყო შემოფარგლული. საქართველოს სომეხთა ეპარქიის გუნდები დედა სამშობლოში სამი დღის განმავლობაში ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორ ლევონ ჩიდილიანის, ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის, მედუდუკეთა ჯგუფის ხელმძღვანელ ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა წიწერნაკაბერდის მემორიალ-კომპლექსს, დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში დაესწრნენ საკვირაო საღმრთო ლიტურგიას, იყვნენ ზვართნოცის ადრეული შუა საუკუნეების და „სურბ ჰრიფსიმე“ ტაძრებში.

ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოში დაბრუნდნენ ნათელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

2015-09-25 19-42-09 12022539 390746051114604 DSC 0100 

11221871 390462677809608 1886468424619696625 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)