1geo

fb you od

თბილისის სომხური კვალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tbilisi 

2015 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა პირველი ლექცია სერიიდან „თბილისის სომხური კვალი“. ცენტრის ინიციატივით დაწყებული ლექციების მიზანი თბილისელი სომხების, კერძოდ ახალგაზრდებისთვის ამ მრავალეროვნული ქალაქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, სამეცნიერო და სავაჭრო-სამრეწველო ცხოვრებაში ეთნიკურად სომეხი მოღვაწეების შეტანილი წვლილისა და დატოვებული კვალის გაცნობაა.

ჟურნალისტ-მკვლევარმა აიდა ბაბაჯანიანცმა, ვინც სიამოვნებით და მზაობით შეუდგა სომხური კვალისადმი მიძღვილი ლექციების ჩატარებას, პირველი მოხსენება მიუძღვნა მოსახერხებელი გეოგრაფიული პოზიციით, მდიდარი ბუნებრივი და კლიმატური პირობებით ისტორიულ თბილისს, რომელიც კავკასიის რეგიონში გახდა კულტურული, სავაჭრო - სამრეწველო და საგანმანათლებლო ცენტრი, ხაზი გაუსვა სომეხი მდიდარი ეროვნული მოღვაწეების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ხელოვნების და ლიტერატურის, სასულიერო და საერო ცხოვრების თავდადებულთა წვლილს ქვეყნის ეკონომიკის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობისათვის. მიმოხილვის ტიპის მოხსენების დროს გაიჟღერა მანთაშოვის, არამიანცის, პიტოევის, მირზოევის, ანანოვების, თამამშევის, მელიქ-აზარიანცის, ეღიაზარიანის, ტერ-ავეტისოვის, ტერ-აკოპოვის, ბოზარჯიანის და სხვა მრავალი მდიდარი სომეხის სახელმა, ვინც თავი მიუძღვნა საყვარელი ქალაქის განვითარებას, მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყო სომხური ეროვნული ცხოვრების განვითარებას ქალაქ თბილისში.

დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, ვისთვისაც სიახლე არ იყო თბილისის სომხური კვალი, გამოვიდა ინიციატივით, რომ შემდეგი ლექციები გახადონ თემატური, მიუძღვნან სომეხ დიდებულთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალურ გაშუქებას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)