ადამიანური ღირებულებებით წიგნის პრეზენტაცია |
2015 წლის ტრადიციული "თბილისობის" დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში აღინიშნა თბილისელი სომეხი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აქტიური საზოგადო მოღვაწის, ერისღირსეული შვილის აღასი გევორქიანის ლექსების და კუპლეტების სამენოვანი (სომხური, ქართული, რუსული ) "ვიყოთ კეთილი და პატიოსანი" კრებულის პრეზენტაციით. 17 ოქტომბერს, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეიკრიბნენ სომხური და ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სომეხი და ქართველის მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და თბილისის სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა გახსნა ღონისძიება, ისაუბრა თბილისობის დღესასწაულზე და პოეტ-მთარგმნელ გივი შაჰნაზარს მიულოცა „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება. საქართველოს სომეხი საზოგადოებისთვის მასწავლებელ-ლექტორის, ისტორიკოსის საქმიანობით ცნობილმა აღასი გევორქიანმა მკითხველს შესთავაზა თავისი ლექსების პირველი კრებული, ბიბლიოგრაფიის დიზაინით და „ვიყოთ კეთილი და პატიოსანი“ სათაურ-მიმართვით. წიგნი ასევე ავტორის გულწრფელი სიტყვაა თავისი მკითხველის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისადმი. ლიტერატურული შემოქმედების სფეროში აღასი გევორქიანის გამოჩენასთან დაკავშირებით ისაუბრა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა , პროფესორმა ემა ახტიანმა. წიგნის ავტორის მხატვრული სიტყვით გამოხატულ ემოციებზე, პრინციპებსა და მიდგომებზე აზრი გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირინე კობახიძემ, წიგნის რუსულად მთარგმნელმა, პოეტმა მარინა კირაკოსიანმა, ქართულად მთარგმნელმა გარი ღალამქაროვმა და სხვებმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების, რწმენისა და ადამიანის ღირებულებებისადმი მიძღვნილ პოეტურ სტრიქონებს უწოდა აღასი გევორქიანის რწმენის სიმბოლო , მისი ცხოვრების აზრი. - მე არ ვარ მწერალი და არც შემოქმედი, მაგრამ ერთი წლის წინ, ერთ დღეს, შინაგანმა მოთხოვილებამ მაიძულა კალმის აღება და ჩემი აზრების ქაღალდისთვის ჩაბარება, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა წიგნის ავტორმა. პიროვნებამ, რომელმაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროშია დამკვიდრებული, მადლიერების სიტყვით მიმართა დამსწრეებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, ოჯახის წევრებს, მისი გულწრფელი სიტყვის მკითხველისთვის წარდგენის საქმეში მხარდაჭერისათვის. ღონისძიების დასასრულს დამსწრეები აკურთხა და შეფასების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ქართულ-სომხური მეგობრობის, ხალხთა შორის ურთიერთობების ისტორიის შექმნით თაობების პატიოსნად და კეთილად სახარებისეული სულისკვეთებით აღზრდისა და ასევე ცხოვრებისკენ მოუწოდა, რაც მხატვრული სიტყვით და აღიშნული კრებულით გააკეთა შემოქმედმა აღასი გევორქიანმა. ღონისძიებას მშვენიერი ელფერი შეჰმატეს გევორქიანების ოჯახის შვილიშვილებმა, ლამაზი ლექსებით და ცეკვით, ასევე წაკითხულიქნა ნაწყვეტები კრებულიდან, სხვადასხვა ენებზე. ღონისძიების მონაწილეებმა საჩუქრად მიიღეს წიგნები, ავტორის ხელმოწერით. |