1geo

fb you od

არმენოლოგიური ჟურნალის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0445 

2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში სტუმრობდა ბეირუთის ჰაიკაზიან უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი ანდრანიკ დაქესიანი, ერევნის სომხური კვლევების „ანი“ ცენტრის კოორდინატორის, თათულ ჰაკობიანის თანხლებით. ბეირუთელი არმენოლოგის ვიზიტის მიზანი 950 გვერდიანი ჰაიკაზიან არმენოლოგირი ჟურნალის ამ დღეებში გამოქვეყნებული 35-ე ტომის სომეხი საზოგადოებისათვის გაცნობა იყო.

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საპატიო სტუმრებს მიესალმა და ისინი თბილისელ სომხებს წარუდგინა ეპარქიის საინფორმაციო განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ბეირუთის ჰაიკაზიან უნივერსიტეტი დედა სამშობლოს საზღვრებს გარეთ მოქმედი დიასპორის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და დასძინა, რომ ამჟამად უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა 51 პროცენტი ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდაა, 49 - უცხოელები. უნივერსიტეტის დიპლომი აღიარებულია მსოფლიოს უამრავ წამყვან ქვეყანაში, რაც იმის დასტურია, რომ უმაღლესი სასწავლებელი მაღალი ხარისხის უნივერსიტეტია.

ბეირუთის ჰაიკაზიან უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა სათანადო დონეზე წარმოადგინა ჟურნალის 35-ე ტომი, რომელიც მთლიანად ეძღვნება სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს და რომლის პრეზენტაცია ბოლო პერიოდში გაიმართა ერევანში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1991 წელს ჟურნალის გამოცემა განაგრძეს ბეირუთის უნივერსიტეტის არმენოლოგიურ ცენტრში, სამუშაო ხორციელდება სრული პასუხისმგებლობით და მაღალი ხარისხით.

ანდრანიკ დაქესიანი თავის გამოსვლაში შეეხო 55 წლის ჰაიკაზიან უნივერსიტეტის საქმიანობას, კერძოდ, ისაუბრა უნივერსიტეტის დამფუძნებლების, საგანმანათლებლო სფეროების და მოსამზადებული სპეციალისტების, შესასწავლი საგნების და ენების, ასევე სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების და დიასპორის სომხურ სათვისტომოებთან ურთიერთობების შესახებ.

შეხვედრა -პრეზენტაცია გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის დროსაც დამსწრეები დაინტერესდნენ სირიაში მიმდინარე მოვლენებით, სომხური სათვისტომოს მოღვაწეობით, საგანათმანათლებლო და კულტურული ცხოვრების, მიგრაციის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებით. ჟურნალის რედაქტორმა სიამოვნებით უპასუხა ყველა კითხვას და ხაზი გაუსვა საქართველოს სომხურ სათვისტომოსთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და კავშირების გამყარების საჭიროებას.

 DSC04461 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)