1geo

fb you od

ექსკურსია ქალაქის სომხური მემკვიდრეობის კვალდაკვალ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

bac-das 

2015 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) და განათლების (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) საკითხთა განყოფილებათა ინიციატივით, სომხეთის ისტორიის მასწავლებლის, რევიკ კარაპეტიანის, ხელმძღვანელობით და ახალგაზრდული განყოფილების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას თანხლებით, ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების აქტიური წევრების და დაინტერესებული სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა მორიგი ექსკურსია, თბილისის სომხური მემკვიდრეობის კვალდაკვალ.

ექსკურსია დაიწყო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან. ახალგაზრდები ფეხით მივიდნენ „შამხორეცოც კარმირ ავეტარან“ ეკლესიის ნანგრევებამდე, მოისმინეს ეკლესიის ისტორია. ჯგუფის წევრებმა გააგრძელეს გზა, გზაში გაიხსენეს თბილისის დაარსების ისტორია და იხილეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი. მეტეხის ციხის ისტორიის წარდგენის შემდეგ, მასწავლებელმა რევიკ კარაპეტიანმა ისაუბრა ასევე დედოფალ შუშანიკის ქრისტიანული რწმენისათვის თავდადების ისტორიაზე, ახალგაზრდებს აჩვენა მისი საფლავი და ქალაქის სხვა კულტურული ღირებულებები.

თვალწარმტაცი ქალაქის სიამაყეს წარმოადგენენ მისი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური მაცხოვრებლები. ექსკურსიის მონაწილეებმა აღფრთოვანებით დაათვალიერეს ქალაქის ცენტრში გვერდიგვერდ აღმართული ქართული მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიების სულიერი ტაძრები, ებრაული სინაგოგა და ისლამური მეჩეთი. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს რესტავრირებული სურბ გევორგის საკათედრო ტაძარი და სანთლები დაანთეს ეკლესიაში.

სომხურმა კვალმა, რევიკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ექსკურსიის მონაწილეები შარდენის ქუჩის, სავაჭრო და ბამბის რიგების გავლით, მიიყვანა სურბ ნშან ეკლესიამდე, ამავდროულად ისინი ისმენდნენ დიდი მეცენატის. ალექსანდრე მანთაშევისა და მისი ქველმოქმედების ისტორიას. დიდი სომეხი კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის, ძეგლთან ისტორიის მასწავლებელმა ისაუბრა ნიჭიერი შემოქმედის, მისი გადაღებული ფილმების შესახებ. შემდეგ ნახეს ქართველი ნიჭიერი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის, ძეგლი, მოისმინეს ქართველი მსახიობის მონაწილეობით სერგო ფარაჯანოვის ფილმების შესახებ.

ახალგაზრდების ექსკურსია დასრულდა ნათელი შთაბეჭდილებებით.

აქვე დავსძენთ, რომ ექსკურსიები ქალაქის სომხური მემკვიდრეობის კვალდაკვალ პერიოდულად ჩატარდება.

IMG 8020 IMG 8122 IMG 8133 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)