1geo

fb you od

შეხვედრა გაზეთ “ვრასტანის” თანამშრომლებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0 

2015 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის სომეხი ინტელიგინციისა და მკითხველების შეხვედრა გაზეთ “ვრასტანის“ პერსონალთან.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ემა ახტიანმა დეტალურად წარმოადგინა 95 წლის პერიოდული გამოცემის ისტორია, მადლიერების სიტყვა თქვა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში გაზეთის შეტანილი საქმისათვის, ხაზი გაუსვა ასევე რედაქტორ ვან ბაიბურთიანის ეროვნულ და ერისათვის თავდადებულ მოღვაწეობას სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში.

თითქმის ერთი საუკუნის არსებობის პერიოდში, მიუხედავად ბევრი სირთულისა და დაბრკოლებებისა, გაზეთი ემსახურება საქართველოს სომხობას, აშუქებს წარმატებებს და მხარს უჭერს პრობლემების გადაჭრას, ეხმაურება სომხურ-ქართულ კავშირებს და მრავალსაუკუნოვან და მრავალმხრივ მეგობრობას.

საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრებმა, ნორაირ ბაღდასარიანის, აღასი გევორქიანის, ლევონ ჩიდილიანის, ირინა ჟამკოჩიანის, ჰენრიხ მურადიანის, არმენ ბაიანდურიანის, იური საფაროვის და სხვათა სახით, მოიხსენიეს სხვადასხვა პერიოდში გაზეთის გამოცემის სათავეში მდგომი ღირსეული თანამშრომლები, მაღალი შეფასება მისცეს გაზეთის საქმიანობას. გაზეთ “ვრასტანის” სხვა აქტიურმა მკითხველებმა გამოსვლებში წამოწიეს თავიანთი სურვილი - გაზეთი იხილონ უფრო დინამიური და თანამედროვე, ასევე ისაუბრეს ღირსეული წინაპრების, ეროვნული ცენტრების შესახებ მასალების გამოქვეყნების საჭიროებაზე.

რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა ისაუბრა საქართველოში მშობლიურ ენაზე მედია საშუალების არსებობის მნიშვნელობაზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს შორეული სომხებით დასახლებული რეგიონებისთვის ქვეყნის პოლიტიკური და ოფიციალური, სათვისტომოს შესახებ ახალი ამბების, დედა სამშობლოდონ მიღებული ინფორმაციის მიწოდებას. გაზეთის გამოცემის, რედაქციის საყოფაცხოვრებო პირობების, მატერიალური სირთულეების შესახებ ისაუბრეს გაზეთის თანამშრომლებმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ჯულიეტა ბადალიანმა და სხვებმა.

ბოლოს დამსწრეებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მიულოცა გაზეთის პერსონალს და მის რედაქტორს 2015 წლის "ტოლერანტობის მხარდამჭერი მედია" ნომინაციაში ჯილდოს მიღება. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედია სივრცეში მშობლიურ ენაზე გაზეთის გამოქვეყნების საქმეს, რასაც გაზეთის რედაქცია ახორციელებს პასუხისმგებლობით და ერთგულებით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ განაცხადა, რომ გაზეთს აჩუქებს კომპიუტერსა და პრინტერს.

გაზეთს მხარდაჭერა შესთავაზეს ასევე თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, ბიზნესმენმა სამველ აღეკიანმა. ერთხმად აღინიშნა გაზეთის საჭიროება სომხური სათვისტომოს ცხოვრებისთვის და ხაზი გაესვა გაზეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.

IMGP0121 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)