1geo

fb you od

დოკუმენტური ფილმების ჩვენება "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

film 

2016 წლის 17 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი რეჟისორები ერევნიდან ჰაკობ კარანფილიანი და მოვსეს გასპარიანი.

ჰაკობ კარანფილიანის ფილმი „ახთამარი“ არის სომხეთსა და მსოფლიოში არსებული სომხური ისტორიულ- არქიტექტურული ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლიდან „ერგირ“. ფილმმა მაყურებელი გადაიყვანა ისტორიულ სამშობლოში. მაყურებელმა იხილა ვანის ზღვის შეუდარებელი სილამაზე, ფირუზისფერი წყლის თავზე აღმართული ახთამარის კუნძული, „სურბ ხაჩ“ სომხური ეკლესიით. მიუხედავად იმისა, რომ სომხების გარეშეა დარჩენილი ისტორიული ვანი და ახთამარის კუნძული, იქ დაცულია სომეხთა სულიერი ტაძრის ძალა, რომელიც ასე ნათლადაა გამოხატული ფილმში. რეჟისორმა განავრცო ვიდეოფილმის რადიუსი და მაყურებელს წარუდგინა რეგიონალური სიმბოლოები - ვანის ტბის განუმეორებელი გემოვნური თვისებების მქონე ქაშაყისა და ვანის კატის წარმოუდგენელი თვალების სახით.

ღრმა ფილოსოფიური იყო მოვსეს გასპარიანის დოკუმენტური ფილმის - "სიკვდილის კარის" შთაბეჭდილება. ფილმის იდეოლოგიური საფუძველი არის სიცოცხლისა და სიკვდილის იდეა. რეჟოსორი ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ, თანდათანობით ხსნის გზას სიკვდილისკენ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა წარმოდგენებისა და აღწერილობების მეშვეობით გვიჩვენებს იმ გზას, რომელიც თან სდევს ადამიანს მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, მიწიერიდან მარადიული ცხოვრებისკენ.

ფილმების ჩვენების შემდეგ, რეჟისორებმა ჰაკობ კარანფილიანმა და მოვსეს გასპარიანმა სიამოვნებით უპასუხეს მაყურებელთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა ისტორიულ სამშობლოში გადაღებებთან დაკავშირებულ სირთულეებს, დაავადებით გამოწვეულ ტკივილს, სიკვდილის აგონიას. რეჟისორებმა ასევე ისაუბრეს მომავალ სამუშაოებზე, რომელთაგან ერთი იქნება თბილისის სომხურ ისტორიულ- არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება.

რეჟისორებმა "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელ ლევონ ჩიდილიანს გადასცეს თავიანთი ფილმების დისკები. ფილმები პერიოდულად ნაჩვენები იქნება ცენტრში.
 

DSC05117 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)