1geo

fb you od

სურბ სარგისის (წმინდა სარგისის) დღესასწაული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ssargis 

2016 წლის 21 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საყვარელ წმინდანთაგან - სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის დღესასწაული. ღონისძიება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში,  ორგანიზებული იყო თსუ ახალგაზრდული ცენტრის ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ქვეკლუბის მიერ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკაულტეტებისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ეთნიკურად სომეხი სტუდენტების აქტიური მონაწილეობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი ნანი გაფრინდაშვილი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა გაბუნია, ამავე პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სულიერი მსახური მღვდელი ღევონდ თოფაშიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, ამავე ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი. მამა ღევონდ თოფაშიანმა დალოცა დამსწრეები, ისაუბრა სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსის და მათ თანამებრძოლთა მიერ ქრისტეს რწმენისათვის ბრძოლისა და წამების შესახებ, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ეპისტოლეთი აღნიშნული დღესასწაულის ახალგაზრდობის კურთხევის დღედ გამოცხადების და დღესასწაულის ხალხური ტრადიციების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აქტიური მხარდაჭერით. ღონისძიებას საზეიმო და მხიარული ელფერი შესძინა ცენტრის კულტურის ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ წარდგენილმა ეროვნულმა სიმღერამ, ცეკვამ, მუსიკამ. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო ბავშვების შესრულებებით.

ღონისძიების ორგანიზატორებმა (ლექტორი: ზოია მხითარიანი, წამყვანი: ლიზა თოროსიანი) წარმოადგინეს ასევე სომხური ეროვნული სტენდი, რომელიც მათ დიდი სიამოვნებით მიაწოდა გარი დავთიანის კულტურის სახლმა (ხელმძღვანელი: ჟანა დავთიანი). სურბ სარგისის ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ტკბილეულით გამასპინძლების შემდეგ, ახალგაზრდებს დაურიგდათ მარილიანი კვერები, რასაც ხალხური ტრადიციით უკავშირებენ წმინდა სარგისის მიერ ახალგაზრდების მფარველობასა და დასაქორწინებელი ახალგაზრდების მიერ მათი საქმროსა და საპატარძლოს დასიზმრებას.

IMGP0182 IMGP0251 IMGP0267 

IMGP0289 IMGP0311 IMGP0338 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)