1geo

fb you od

სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Tbilisi St. Gevorg 3 

2016 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა სუმგაითის ხოცვის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი.

 თბილისის “სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით შესრულებული პანაშვიდის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სათვისტომოს სტრუქტურათა ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები და მორწმუნენი.

მსხერპლთა ხსოვნის სიტყვაში მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დაგმო 28 წლის წინ, აზერბაიჯანელი ექსტრემისტების მიერ სომეხი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობა და ამ მოვლენას უწოდა სომეხთა გენოციდის გაგრძელება. ეპარქიის ლიდერმა ლოცვა აღავლინა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების, ერებს შორის სიყვარულისა და მეგობრობის ვედრებით, და დამსწრეებს მოუწოდა ერთგულნი დარჩნენ ჩვენი ისტორიისა, კულტურისა, დაიცვან დედა სამშობლო და დაბადების ქვეყანა. სულიერმა ლიდერმა ხაზი გაუსვა მეზობლებს შორის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მეგობრულად ცხოვრების საჭიროებას.

ხსოვნის ღონისძიება გაიმართა ბათუმშიც. ადგილობრივ „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან პანაშვიდის ცერემონიის შესრულების და მისი ყვავილებით შემკობის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ნაჩვენები იქნა ფილმი სუმგაითის ხოცვის შესახებ. შემდეგ "ჩვენი მომავალი" ახალგაზრდული კავშირისა და ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა სემინარი. ღონისძიებაზე დაიგმო ყველა ფორმის ძალადობა, რომლის მსხვერპლი ხდება უდანაშაულო ადამიანი, იყო მოწოდება ყველგან და ყოველთვის დაიცვან ერის პატივი და წამებულთა ხსოვნა.

დღის საიდუმლოზე ისაუბრა აჭარაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა არამ გრიგორიანმა, ღონისძიება შეაჯამა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

27 თებერვალს სუმგაითის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა ხსოვნის საღამო, რომელიც ორგანიზებული იყო „ საქართველოს სომხური სათვისტომო“ ორგანიზაციის მიერ, ხოჯალუს და სუმგაითის მოვლენების შესახებ ფილმის ჩვენებით და წაკითხული მოხსენებების მეშვეობით მოვლენების შეჯერებეით, დამსწრეებს აჩვენეს, ერთი მხრივ, გაყალბებული და, მეორე მხრივ, რეალურად მომხდარი მოვლენების სურათი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)