1geo

fb you od

მიჯინქის - დიდი მარხვის განზოგების (გაშუალედების) დღესასწაული ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gatai-paraton 

2016 წლის 2 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი სათანადოდ იყო მომზადებული დიდი მარხვის გაშუალედების - მჯინქის, დღესასწაულისათვის. ტრადიციის თანახმად, ათეული მონაწილე ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებიდან ეკლესიაში იყო მისული ჯავახური ქადებით.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალქალაქში იყო ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, და დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით.

ეპარქიის წინამძღვარს და დელეგაციის წევრებს ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან დახვდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ეკლესიის სამღვდელოება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი  ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, "სურბ ხაჩ“ ეკლესიაში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერით სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული „წაღკაზარდ“ (ბზობა) მგალობელთა გუნდის სულიერი და ხალხური სიმღერის კონცერტი. მათმა მაღალ გემოვნებიანმა შესრულებებმა გამოიწვია შეკრებილთა აღფრთოვანება.

კულტურული პროგრამის დასასრულს, ეროვნული კოსტიუმებით გამოწყობილი და ქადებით ხელდამშვენებული გოგონები ჩამწკრივდნენ ეკლესიაში და, ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო დასმა შეასრულა ქადის კურთხევის წესი, შემდეგ ქადა დაურიგდა ხალხს.

შემდეგ მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დალოცა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ეპარქიის სამღვდელოება, ქალბატონები, რომელთაც მოამზადეს ქადა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ორგანიზატორები, „წაღკაზარდ“ მგალობელთა გუნდი. წინამძღვარმა თავისი კურთხევა და სიყვარული გადასცა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრს, ქალბატონ ჰრანუშ ჰაკობიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მუდმივი მხარდაჭერისათვის.

ეპარქიის წინამძღვარმა ძმური სიყვარული გამოუხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, მის თანამშრომლობას ადგილობრივ სამღვდელოებასთან უწოდა ორი მოძმე ეკლესიების ნამდვილი საქმიანობა.

თავის გამოსვლაში, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რელიგიურ დღესასწაულებთან ერთად სომეხი ხალხი ინარჩუნებს ხალხურ და კულტურულ ტრადიციებს, რაც ამდიდრებს ყოველი ხალხის სასულიერო და ეროვნულ ცხოვრებას.

ახალქალაქში ცერემონიის დამთავრების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და დელეგაციის წევრები გაემგზავრნენ ნინოწმინდაში. აქ „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერ მიძღვარ მღვდელ არმაშ პოღოსიანთან ერთად საპატიო სტუმრებს დახვდნენ რაფაელ ჯავახ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი, ცენტრის მასწავლებლები, მორწმუნეები.

ნინოწმინდაშიც შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება, რომლის შემდეგ რაფაელ ჯავახ ცენტრის აღსაზრდელთა ძალებით გაიმართა კონცერტი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აკურთხა ქადა, შეაქო ორგანიზატორები და ისინი, ვინც მოამზადა ქადა, ხალხური ტრადიციების ერთგულებისათვის. ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საგალობლები, შემოიტანეს ქადები, წარუდგინეს ჟიურის. მათ, ვინც წარმოადგინა საუკეთესო ქადები, მიიღეს სიგელების და სუვენირები, ქადა დაურიდგა ხალხს.

ეპარქიის წინამძღვარნა მადლიერება გამოუხატა ძმებს - არმენ და თათულ ღარსლიანებს, ცენტრის მფარველობისთვის, სადაც დადის და სწავლობს ამდენი ნიჭიერი ბავშვი.

შთამბეჭდავი იყო ცენტრის აღსაზრდელის, ანი სანოსიანის, ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია , რომლის შედეგად შეგროვებული თანხა დაურიგდა ოთხ ადგილობრივ მრავალშვილიან ოჯახს.

გვიან საღამოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, დელეგაციასთან ერთად, დაბრუნდა თბილისში.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)