ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
2016 წლის 5 მარტს, სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ლიტურგია აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, რომელმაც მოიხსენია IV საუკუნის დასაწყისში წამებული ორმოცი მოწამე, რომელნიც პატარა ჰაიქის სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ და სამხედრო სამსახურში იყვნენ ქალაქ სებასტიის იმპერიულ პოლკში. ქრისტიანული რწმენის ერთგულნი, მათ მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე. მათი ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა. საღმრთო ლიტურგიის დროს ეკლესიაში 40 დანთებული სანთელი სიმბოლო იყო მოწამეთა ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებისა, მათი წამება კი - ჩანს ნათლის გვირგვინებით: გარიჟრაჟზე ყველა მოწამე გამოჩნდა ნათლის გვირგვინით შემკობილი. ერთი მოწამის სანთელი კი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, ყვავილის გარეშე დარჩა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან ვერც მიწიერი სიცოცხლე შეინარჩუნა, ვერც ზეციერს ეღირსა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრმა იქადაგა დღის საიდუმლოზე. მეუფე ვაზგენმა 40 ყრმის ისტორიის მაგალითით დამსწრეებს მოუწოდა, რომ ცხოვრების სიძნელეების დროსაც კი ერთგულნი იყონ ქრისტიანული რწმენისა, მზად იყონ მსხვერპლის გასაღებად და გადალახონ ვნებები, რომ დაიმსახურონ ზეციური გვირგვინი. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, სულიერი მამების მიერ შესრულდა მცენარეული ზეთის ტრადიციული კურთხევა, რომელიც მორწმუნეებმა წაიღეს თავიანთ სახლებში. |