1geo

fb you od

მომლოცველობა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC059294 

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის დღესასწაულების აღნიშვნა და მომლოცველობებით რწმენის განმტკიცება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ერთ-ერთი მიზანია.

2016 წლის 12 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მოწყობილი მომლოცველობა ახალციხის უძველეს „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ (გრიგორ განმანათლებლის) ეკლესიაში გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპში შესვლის დღის აღნიშვნას ისახავდა მიზნად. მომლოცველობა ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, რეკომენდაციით და მხარდაჭერით.

დილით ადრე ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების გარშემო გაერთიანებული 50-მდე ახალგაზრდა, ახალგაზრდობის საკითხთა დირექტორის, ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით, აქტივისტების - ნინა სეროპოვას, დიაკვან გევორგ ანტონიანის, სურენ აბრამიანის და გევორგ პოღოსოვის თანხლებით, ახალციხისკენ გაემართა.

მომლოცველები „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღავლინა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა. დამსწრეებმა ყურადღებით მოისმინეს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის მიმდებარე სოფლების სულიერი მიძღვრის მღვდელ თორგომ ვარდანიანის ქადაგება სომეხთა პირველი პატრიარქის გრიგორ განმანათლებლის წამების და 13 წლით ხორ ვირაპის მიწისქვეშა საპყრობილეში გამოკეტვის შესახებ. სანთლები დაანთეს გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნისა და საერთო ქრისტიანული წმინდანის მფარველობის ვედრებით.

მომლოცველებმა გააგრძელეს მომლოცველობა ახალციხის სამლოცველოში "ქუირ-ეღბაირ“ (და-ძმა) და ადგილობრივ „სურბ ნშან“ ეკლესიაში.

თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი ესტუმრა ახალციხის საგანმანათლებლო - კულტურულ ცენტრს. ცენტრის სამუშაოთა კოორდინატორმა ედუარდ აივაზიანმა მათ წარუდგინა ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა, დასახა სამომავლო ხედვა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს გაუზიარა საქართველოსა და სრ ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. შეხვედრის ბოლოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლმა მასპინძლებს შეუსრულა ეროვნული ცეკვა „ქოჩარი“.

გვიან საღამოს მომლოცველთა ჯგუფი, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მადლით სულიერად გამდიდრებული დაბრუნდა თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)