დიდი ხუთშაბათი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2016 წლის 24 მარტს, დიდ ხუთშაბათს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. მქადაგებელმა მღვდლებმა იქადაგეს ქრისტეს წმინდა ზიარების დადგენის შესახებ. შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ფეხთა ბანვის ცერემონია. საიდუმლო სერობის შემდეგ, ჭეშმარიტი თავმდაბლობის ნიშნად, ქრისტე მოწაფეებს ჰბანს ფეხებს. ეპარქიის სომხური ეკლესიების სულიერმა მამებმა, უფლის მაგალითით, საგალობლების სიმღერის თანხლებით, ეკლესიის საკურთხევლზე მუხლმოდრეკილებმა ფეხები დაბანეს თორმეტ ბავშვს და ნაკურთხი ზეთი სცხეს. ცერემონიის შემდეგ ნაკურთხი ზეთი დაურიგდა მორწმუნეებს. დიდი ხუთშაბათის საღამოს შესრულდა დიდი პარასკევის ცისკარი, რაც დიდ პარასკევს ეხება და სიმბოლოა ჩვენი უფლის ჯვარცმისა და დასაფლავებისა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, კერძოდ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულებული ცერემონიის დროს სახარებიდან ამოკრებილი ნაწყვეტების კითხვამ დამსწრეებს შეახსენა იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა, პეტრეს უარყოფა. დიდი პარასკევის ცისკრის ცერემონიის დროს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა დამსწრე მორწმუნეებს მოუწოდა იესო ქრისტეს ერთგულების ფიცის დადებისა და ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრებისკენ, ასევე მოუწოდა, რომ არასოდეს არ უღალატონ უფალს. დიდი პარასკევის ცისკრის ცერემონია შესრულდა ასევე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
|