1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი სომხურ თეატრს ეწვია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tatron 

On March 29, 2016, His Grace Bishop Vazgen Mirzakhanyan, Primate of the Armenian Diocese in Georgia, in the company of Very Rev. Father Khoren Hovhannisyan, Pastor of Kvemo Kartli region at the Armenian Diocese in Georgia, and the Head of Legal Affairs and Cooperation Department, Michael Avakian, paid a visit to Tbilisi State Drama Theatre after Petros Adamyan.

თეატრის ხელმძღვანელობასა და შემოქმედებით პერსონალთან შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თეატრის წამყვანი მსახიობები მელანია ბარსეღიანი, რობერტ ჰოვანისიანი, რომეო მათიაშვილი და სხვები.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დამსწრეები დალოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით და მიულოცა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომა. წინამძღვარმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მსახიობებს ასევე მიულოცა ერევანში პრიზის - „არტავაზდის“ მიღება. ადამიანელებს ნომინაციაში "საუკეთესო ახალგაზრდული სპექტაკლი" პრიზი მიენიჭათ სპექტაკლისათვის "ჩვეულებრივი ისტორია".

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზგასმით ისაუბრა თეატრის სტუდიის საქმიანობაზე, რომელიც უზრუნველჰყოფს თეატრის თაობათა ცვლას და ხელოვნების სახლს აკომპლექტებს ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობებით.

წინამძღვარმა ისაუბრა რა თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, აღნიშნა, რომ თბილისის „სურბ გევორგ“ ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სააღდგომო ვიზიტის დროს მისი ყურადღება გამახვილდა თეატრის რეკონსტრუქციის საკითხზე და იმ უმნიშვნელოვანეს როლზე, რაც აქვს თეატრს სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში. ეპისკოპოსმა ვაზგენმა გამოთქვა სურვილი, რომ საიათნოვას ყოველწლიური „ვარდატონი“, ტრადიციისამებრ, ამიერიდან დაგეგმოს და განახორციელოს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრმა, სათვისტომოს სხვა სტრუქტურებმა კი მხარი დაუჭირონ მას.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა მადლიერება გამოუხატა წინამძღვარს მობრძანებისა და კურთხევისათვის და გამოთქვა სურვილი, რომ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევა ყოველთვის იყოს სომხური თეატრის თანამგზავრი და მხარდამჭერი.

შეხვედრაზე განიხილეს თეატრის პრობლემები და სამომავლო გეგმები. მსახიობებმა წინამძღვარს სთხოვეს მხარდაჭერა დიასპორის სხვადასხვა სათვისტომოებში გასტროლების ორგანიზების საქმეში. ასევე განხილულ იქნა თეატრის 160 წლისთავის ღონისძიებების სათანადო დონეზე ორგანიზების საკითხი.

შეხვედრა წარიმართა თბილ და სულიერ ატმოსფეროში.

IMGP0466 IMGP0516 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)