1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

9 aprili 1 

2016 წლის 9 აპრილს, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით და ეპარქიის მღვდელმსახურების - მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის და მღვდელ ღევონდ თოფაშიანის ხელმძღვანელობით, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილს, დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან (ქვა-ჯვარი) შეასრულეს პანაშვიდის ცერემონია. სულიერ პირთა მიერ აღევლინა ლოცვა „ჰოგვოც“, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დაღუპული 21 უდანაშაულო ადამიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

შემდეგ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულ მემორიალთან ლოცვა აღავლინეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის და ეპარქიის სახელით გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

9 aprili 9 aprili 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)