1geo

fb you od

სომხეთი აზერბაიჯანს კონკრეტული წინადადებით მიმართავს - საელჩოს ექსკლუზიური განცხადება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1

ოფიციალური ერევანი საერთაშორისო საზოგადოებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ ქმედებებზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ექსკლუზიურად, „პირWელისთვის“, სომხეთის საელჩო ოფიციალური ერევნის პოზიციას აფიქსირებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და აიძულოს აზერბაიჯანის ხელისუფლება, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

"აზერბაიჯანი სამშვიდობო პროცესის ფორმატში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით გამართულ მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ 1994 წელს მიღებულ სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე, 1995 წელს მიღებულ სამშვიდობო რეჟიმის გაძლიერების დოკუმენტს, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელიც აწერს ხელს.

აზერბაიჯანმა უნდა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებასთან, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის სიმპათიით განწყობილი ყარაბაღის მოსახლეობის მიმართ.

მეტიც, ჩვენ ვთვლით, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ყოველი დარღვევა დეტალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, რადგან მხოლოდ ეს არის სამშვიდობო პროცესის წარმატების გარანტი. ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოხატოს პრინციპული პოზიცია, გადადგას ქმედითი ნაბიჯები რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად და აიძულოს აზერბაიჯანი, დაიცვას შეთანხმების პუნქტები, რომელსაც 1994 წელს მოაწერეს ხელი“, - ნათქვამია სომხეთის საელჩოს განცხადებაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)