1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების შემოვლითი ტური საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

13047960 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ინიციატივით "ნატო-ს კვირეულის" პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 16 აპრილს, მოეწყო სომეხი ახალგაზრდების სასწავლო ექსკურსია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჯავახეთიდან და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის აქტივისტები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის, მიქაელ ავაგიანის, ახალგაზრდული განყოფილების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, ქეთი კუპრაძის, ხელმძღვანელობით სტუდენტთა ტური დაიწყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზიდან, სადაც იმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქვეყანაში ჩამოსულ უცხოურ დელეგაციებთან.

სომეხმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ასევე გულის ფორმის მემორიალი, რომელიც შედგება 67 გამჭვირვალე მინისგან და განასახიერებს საქართველოს მრავალეროვნულ და მრავალკონფესიურ შემადგენლობას.

შემდეგ გაიმართა ეროვნული უმცირესობების საკითხებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, სოფიო შამანიდის, შეხვედრა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავიანთი შთაბეჭდილებები, ასევე განიხილეს მთელი რიგი საკითხები.

13055012 13064604 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)