1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამშობლოს დამცველის დღე აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

erkrapah 

2016 წლის 8 მაისს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სამშობლოს დამცველის დღე აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღავლინა ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მამა სამველმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, მაისის სამი დღესასწაულის მნიშვნელობაზე, როგორც გამარჯვების, ხალხის რწმენისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის დიდებული დღეებისა.

და მიუხედავად იმისა, რომ ისევ ომია, სომეხი ჯარისკაცი ფხიზლად იცავს სამშობლოს საზღვრებს, ის დღესაც ჩადის გმირულ საქმეებს, სიცოცხლეს სწირავს სომხეთში მშვიდობის აღსადგენად. მწირველმა მღვდელმა ისურვა, რომ ღმერთმა დალოცოს და დაიცვას სომხეთის არმიის ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები, მათი სამართლიანი ბრძოლის მფარველი იყოს და დაამხოს მტრის ყოველი მზაკვრული გეგმა. სულიერმა მამამ ქადაგება დაასრულა მსოფლიოში მშვიდობისა და შემოქმედებითი შრომის გამარჯვების ვედრებით.

IMGP0273 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)