ფლეშმობი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან |
2016 წლის 2 ივნისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის ცნობის რეზოლუციის მიღების უშუალო რეაქცია იყო თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით მადლიერების ფლეშმობის გამართვა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან . სომხეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დროშებით და ოთხ ენაზე დაწერილი "დიდი მადლობა", "სამართალმა გაიმარჯვა" ბუკლეტებით გამართულ ფლეშმობში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, ახალგაზრდული განყოფილების აქტივისტები, „საქართველოს სომხური სათვისტომო" არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, „ალიქმედია“ საქართველოში სომხური საინფორმაციო პორტალის წარმომადგენლები, "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მრავალი სხვა. სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, ეპარქიის ახალგაზრდობის სამუშაოების კოორდინატორი ნინა სეროპოვა, სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, „საქართველოს სომხური სათვისტომო" არასამთავრობო ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსი სანდრო ოჰანიანი, "მშვიდობის ფონდის" თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი. "ჰაიარტუნ" ცენტრის დუდუკის წრის აღსაზრდელებმა შეასრულეს კომიტასის მელოდიები. ფლეშმობის ორგანიზატორებმა საელჩოს გადასცეს მადლიერების ბუკლეტები. საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის ელჩს მადლიერების წერილით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. |