1geo

fb you od

„უცნობები ცნობილის შესახებ ...“ სლაიდ-შოუ „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

g.akopyan 

ცნობილი მინიატურისტის, გოჰარ ჰაკობიანის, ინტერესთა სამყარო უსაზღვროა - ახლის აღმოჩენის ერთგულებითა და მისწრაფებით. ეროვნული დიდი სიყვარულით გამსჭვალული სომეხი ქალბატონი თავის სამშობლოზე უფრო მეტის გაგების, ახლის აღმოჩენის ძიებაშია. მისი ინტერესების გზამ ამჯერად სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონებამდე მიაღწია . რეგიონების ისტორიის შესწავლის გარდა, გოჰარ ჰაკობიანის სურვილი იყო თავისი ნანახის, ნათელი შტაბეჭდილებების, განუმეორებელი სიმშვენიერის გაზიარება თანამემამულეთათვის, სულ მცირე სლაიდების მეშვეობით.

2016 წლის 12 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ორგანიზებულ იქნა "უცნობები ცნობილის შესახებ ..." სლაიდ-შოუ.

„წარსული ცოცხალი პლატფორმაა ძლიერად დასადგომად და მომავლისთვის საყურებლად ... „ - ამ დევიზითაც დაიწყო გოჰარ ჰაკობიანმა თავისი შოუ, და სულ მალე დამსწრეები „გადაიყვანა“ სომხეთის რესპუბლიკაში, ფურცელ-ფურცელ გადაფურცლა მისი მატიანე, მაყურებელს აჩვენა ის ადგილები, სადაც განვითარდა მონასტერთმშენებლობა, ხაჩქარების ხელოვნება, ქანდაკება, არქიტექტურა, რაც ასე მასშტაბურად გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

მდიდარი ისტორიული ინფორმაციით, პროფესიული სიზუსტით წამყვან-კომენტატორმა აღწერა არაგაწოტნის, ვაიოც ძორის სიუნიქის რეგიონები, ამ ისტორიული მაზრების ისტორია, ისტორიული ადგილმდებარეობა, მათი მოსაზღვრე ქვეყნები, ბუნებრივი სიმდიდრე და გარემომცველი ბუნების განუმეორებელი სილამაზე.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ისტორია მე -13 საუკუნის გლაძორის უნივერსიტეტის შესახებ და სლაიდები: შვიდი საგანი, რომლებიც იქ ისწავლებოდა, იქ ჩასარიცხად სავალდებულო სამღვდელო სამწლიანი განათლება და ერის დიდებულები, რომელთაც ერგოთ ბედი ესწავლათ განათლების ამ უძველეს კერაში: სტეფანოს ორბელიანი, ესაი ნჩეცი, შემდგომში უნივერსიტეტის რექტორი, მომიკი, თოროს ტარონაცი, ავაგი, ჰოვანეს ვოროტნეცი. სლაიდების მეშვეობით ნაჩვენები იქნა მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნის ნაგებობა სპიტაკავორი ან წაღკავანქი, სადაც განისვენებს ეროვნული გმირის, გარეგინ ნჟდეს, ნეშთის ნაწილი.

გოჰარ ჰაკობიანმა ისაუბრა ამ ტერიტორიის სულიერი ცენტრების, ეკლესიების და მონასტრების, მათი არქიტექტურული სტილის, ისტორიული ბედის და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ხაზი გაუსვა მათ დაუყოვნებლივ აღდგენის საჭიროებას.

ღონისძიების დასასრულს, კურთხევის და მადლიერების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა სულიერი ცხოვრებით ცხოვრების, უფალთან საუბრის აუცილებლობას. ყოვლისშემძლისადმი ლოცვის აღვლენის მოთხოვნილებამ გაკვალა გზა მეცნიერებისკენ, რაც უმეტესწილად შეიქმნა მონასტრებში, ბერების სანუკვარი მსახურების შედეგად. ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა გოჰარ ჰაკობიანის სიყვარულსა და ინტერესს დედა სამშობლოს ისტორიის, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობისადმი და ხაზი გაუსვა შესწავლილის დამსწრეთათვის გადაცემის მისწრაფებას, მას მოუწოდა იგივე ენთუზიაზმით გააგრძელოს ცნობილთა უცნობი გვერდების შესახებ საუბარი.

სლაიდ-შოუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.

IMGP0224 IMGP0237 IMGP0243 IMGP0253