1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

13495415 96544387 

2016 წლის 19 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას.

მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სათანადოდ განმარტა დღის საიდუმლო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთის აღმოჩენა, სადაც განთავსებულია ღვთისმშობლის თავსაბურავი. წინამძღვარმა ქადაგებაში მოუწოდა მორწმუნეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეცადონ მიბაძონ წმინდა მარიამის მიწიერი ცხოვრების, რწმენის, გამბედაობის, მოთმინების, სუფთა გულის და გონების ამაღლებულ მაგალითს.

 მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კურთხევის და შეფასების სიტყვით მიმართა საღმრთო ლიტურგიაზე მყოფ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის გენერალურ კონსულს, არამ გრიგორიანს, აჭარაში საკონსულო სამსახურის დასრულებასთან დაკავშირებით. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა აჭარაში არამ გრიგორიანის საკონსულო სამსახურს, ასევე ისაუბრა ერისათვის მის თავდადებულ სამუშაოზე, კერძოდ, მის შეტანილ ღირსეულ წვლილზე ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრის გახსნის საქმეში.

საქართველოს სომეხი მორწმუნეების სახელით, წინამძღვარმა არამ გრიგორიანს გადასცა ცნობილი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ნამუშევარი "ძველი თბილისი“.

წინამძღვარმა დაასრულა წინამძღვრული ვიზიტი ბათუმში და იმავე დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაბრუნდა თბილისში.

1343334 13490666 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)